პაკისტანში ძლიერი სიცხისგან დაღუპულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუსს გადააჭარბა. სიცხის გამო, ყველაზე მეტი ადამიანი ქალაქ კარაჩიში დაიღუპა.
EURONEWS-ის ინფორმაციით, მაღალ ტემპერატურას 2 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმეტეს ნაწილს მოხუცები და მოსახლეობის ღარიბი ფენა წარმოადგენს.
პაკისტანის კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „რაც პაკისტანში დღეს ხდება გარემოს ბუნებრივი ცვლილებებითაა გამოწვეული.“
მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხელისუფლების წევრები მოქალაქეებს სახლში დარჩენასა და ბევრი სითხის მიღებისკენ მოუწოდებენ.