ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის ადმინისტრაციის მაჟორიტარი დეპუტატის ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სოფელში საგძნობლად იმატა საქონლის ქურდობის ფაქტმა. დეპუტატის ინფორმაციით, სოფელ გულიანში 10 სული საქონელია დაკარგული და მოსახლეობა დახმარებას ითხოვს შესაბამისი ორგანოებისგან.