ცოტა ხნის წინ ამერიკის ნაციონალური აერკოსმოსური სააგენტოს სწავლულებმა სატურნის თანამგზავრ ტიტანზე სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს.
ტიტანზე ბიოლოგიური სიცოცხლის პრიმიტიული სახეობების არსებობის შესახებ დასკვნები გაკეთდა მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, რომლებიც მიღებულია ამერიკის თანამგზავრ "კასინიდან".
ამ დასკვნების თანახმად, "სიცოცხლის ფორმები სუნთქავენ ტიტანის ატმოსფეროთი, იყენებენ მის ზედაპირზე არსებულ ქიმიურ შენაერთებს და ამით იღებენ აუცილებელ ენერგიას".
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ტიტანის ატმოსფეროში არსებული წყალბადი მის ზედაპირზე "მცხოვრები" ბიოლოგიური ფორმების მიერ გამოიყენება იმის ანალოგიით, როგორც დედამიწაზე ცოცხალი ორგანიზმების მიერ ჟანგბადი – ისინი წყალბადით სუნთქავენ", – თქვა ნასას ერთ-ერთმა მკვლევარმა კრის მაკკეიმ.
მან არ გამორიცხა, რომ ლაპარაკია ბიოლოგიური სიცოცხლის სრულიად განსხვავებულ ფორმაზე, რომელიც მთლიანად განსხვავდება დედამიწის სიცოცხლის ფორმებისგან.