რუსეთის საკურორტო ქალაქი სოჭი წყალდიდობას ებრძვის. რამდენიმედღიანმა გადაუდებელმა წვიმებმა ქალაქის და მისი მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია. საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. ამის შესახებ ქალაქის მერმა ანატოლი პახომოვმა კრასნოდარის მხარის გუბერნატორს ვენიამინ კონდრატიევს საგანგებო შტაბის თათბირზე განუცხადა.
სოჭის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური მოსახლეობას ურჩევს დარჩნენ საკუთარ სახლებში და არავითარ შემთხვევაში არ გავიდნენ ქალაქის სანაპირო ზოლზე, რადგან მოსალოდნელია ტორნადო.
წყალდიდობის გამო ქალაქში დარღვეულია საავიაციო და სარკინიგზო მიმოსვლა. სოჭის მიმართულებით მფრინავი ოთხი თვითმფრინავი სათადარიგო აეროდრომებზე დაფრინდა. ქალაქიდან გაფრენას კი ათასობით მგზავრი უშედეგოდ ელოდება.
წყალდიდობის გამო შეფერხებულია მოძრაობა ხოსტა-ადლერის სარკინიგზო მაგისტრალზე. განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი ადლერი.