https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა თანხა შეადგინა ნარკოტიკებისთვის დაწესებულმა ჯარიმამ და რამდენი პირია დაჯარიმებული საქართველოში

13:06; 26.06.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI, საქართველოში ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული სტატისტიკას აქვეყნებს. 

ორგანიზაციის კვლევაში აღნიშნულია, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე მეტი პირი აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 2013 წელს იქნა დაჯარიმებული.

ორგანიზაციის კვლევას "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს კანონმდებლობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე მეტი პირი აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 2013 წელს იქნა დაჯარიმებული – 13 572 პირი, 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 9 142 პირამდე შემცირდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალ დარღვევისთვის ჯარიმა შეადგენს 500 ლარს, მაშინ ჯარიმათა საერთო ოდენობამ 2013 წელს შეადგინა 6 786 000 ლარი, ხოლო 2014 წელს 4 571 000 ლარი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მთელი რიგი ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში (მაგ. ამფეტამინი, დეზომორფინი), განსაზღვრულია მხოლოდ მათი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა, მაგრამ არ არის დადგენილი ამ ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობის ზღვარი. ამასთან, მეტადონისა და ჰეროინის ტიპის ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში არსებობს გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც, მათი მცირე ოდენობითაც შენახვა/შეძენა ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად. შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლები, საერთო სასამართლოების მიერ ნარკოტიკულ საშუალებების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა ან მოხმარებისთვის დაჯარიმებულ პირთა რაოდენობის შესახებ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უმეტესწილად უკავშირდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად კონკრეტულ პირებზე დადგენილ მოხმარების ფაქტებს.

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პირს ეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. კერძოდ, აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისწინებულია 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან/და თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე. საქართველოს უზენაესი სასამრთლოს მონაცემების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის ყველაზე მეტი პირი მსჯავრდებულია 2014 წელს – 4003 პირი, რომელთაგან 24,3%-ის შემთხვევაში სასჯელის ზომად გამოყენებულია თავისუფლების აღკვეთა, 52% – პირობითი მსჯავრი, ხოლო 20.1%-ის შემთხვევაში ჯარიმა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2009 წლიდან 2012 წლამდე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის მსჯავრდებულთა კლებადი ტენდენცია შეინიშნებოდა და 2012 წელს მოხმარებისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობამ სულ 861 პირი შეადგინა. თუმცა, ამავე სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2013 და 2014 წლებში ნარკოპოლიტიკა საქართველოში კვლავ გამკაცრდა და 2009 წლის ნიშნულს დაუბრუნდა, კერძოდ აღნიშნული დანაშაულისათვის მსჯავრდებულთა რაოდენობა 2014 წელს შეადგენს 4003 პირს რაც დაახლოებით 4-ჯერ აღემატება 2012 წლის მონაცემებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს კანონმდებლობით, მთელ რიგ ნარკოტიკულ საშუალებებზე, მათი მცირე ოდენობა დადგენილი არ არის, შესაბამისად, აღნიშნული ტიპის ნარკოტიკული საშუალებების ნებისმიერი ოდენობის შეძენის, შენახვის თუ გადაზიდვის შემთხვევაში პირს დაეკისრება არა ადმინისტრაციული სახდელი, არამედ პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. კერძოდ, მოქმედებაში მოდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი. 
ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ მუხლში ერთად თავმოყრილია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღება. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა არ ასხვავებს ნარკოტიკის პირადი მოხმარების მიზნით მფლობელებსა და გამსაღებლებს. დღესდღეობით, საქართველოს პროკურატურის, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ შემუშავდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 260-ე მუხლიდან იმიჯნება ნარკოტიკული საშუალებების გასაღება. აღნიშნული ცვლილება საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარეობდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღებისთვის მსჯავრდებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 2013 წელს- 2 660 პირი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებული მკაცრი ნარკოპოლიტიკის ფონზე უკანასკნელ წლებში გამოიკვეთა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ პრობლემა. შესაბამისად 2013 წლის 30 ივლისიდან აფთიაქების მიერ პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესების დარღვევაზე ჯარიმა გაორმაგდა და შეადგინა 6000 ლარი, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 12 000 ლარით. 
IDFI-იმ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიიღო ინფორმაცია 2010-2015 წლებში აფთიაქების მიერ ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ გაყიდვის შემთხვევების შესახებ. 2014 წელს გამოვლენილია ფსიქოტროპული წამლების რეალიზაციის წესების დარღვევის 102 შემთხვევა, საიდანაც 38 შეთხვევაში რეალიზაციის წესი დაირღვა განმეორებით. შესაბამისად, ჩანს რომ 2014 წელს მნიშვნელოვნად გამკაცრდა სააფთიაქო ქსელების მონიტორინგი წინა წლებთან შედარებით და ფსიქოტროპული წამლების გაყიდვის წესების დარღვევისთვის აფთიაქებზე დაწესებული ჯარიმების საერთო რაოდენობამ შეადგინა 840 000 ლარი, მაშინ როდესაც მაგ. 2012 წელს ჯარიმების სახით აფთიაქებს დაეკისრათ სულ 192 000 ლარი.

საქართველოში არსებულ მკაცრ ნარკოპოლიტიკასთან ერთად, მნიშვნელოვანია წარმოვადგინოთ მონაცემები, თუ რა სახის დახმარების გაწევა ხდება სახელმწიფოს მხრიდან ნარკოდამოკიდებული პირებისათვის, აღნიშნული დაავადებისგან განკურნებისა თუ რესოციალიზაციის თვალსაზრისით.
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს 2014 წლის ბიუჯეტის გეგმით ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამისთვის გათვალისწინებული იყო 4 388 500 ლარი, საიდანაც ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 4 190 563 ლარი. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობასა და ჩამანაცვლებელი თერაპიით (ე.წ. „მეტადონის პროგრამა“) უზრუნველყოფას. როგორც აღნიშნული პროგრამის მიღწეული შედეგების ამსახველი დოკუმენტაციიდან ირკვევა 2014 წელს აღნიშნული თანხით განხორციელდა სამი ათასზე მეტი ბენეფიციარის ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით მეტადონით უზრუნველყოფა, ხოლო სტაციონალური დეტოქსიკაციისა და რეაბილიტაციის კომპონენტით ისარგებლა 286 ბენეფიციარმა.

ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მეტადონის მიმღები პირების ყველაზე მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა 2014 წელს და შეადგინა – 3140 პირი. 2015 წლის აპრილის მდგომარეობით, აღნიშნული მომსახურებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა 2 214 პირს შეადგენს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პროგრამით სარგებლობის ერთი თვის ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 215 ლარს, საიდანაც მოქალაქის თანაგადახდა შეადგენს 110 ლარს. აღნიშნული თანაგადახდა არ ვრცელდება აივ ვირუსით ინფიცირებულთა და სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრების შემთხვევაში.

როგორც ზემოთ მოყვანილი მონაცემები აჩვენებს, 2013-2014 წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილია როგორც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის, ასევე უკანონო ფლობისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობა, ხოლო ამის განმაპირობებელ ფაქტორს, ერთი მხრივ, შესაძლებელია წარმოადგენდეს სამართალდამცავი ორგანოების მიერ კონტროლის გამკაცრება, ხოლო მეორე მხრივ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა ზრდა. სტატისტიკური მონაცემები მნიშვნელოვნად ეჭვქვეშ აყენებს დღესდღეობით საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის ეფექტურობას, ნარკოდამოკიდებულ პირთა რაოდენობის შემცირების თვალსაზრისით", _ აღნიშნულია IDFI-ს კვლევაში. 

IDFI მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ ნარკოპოლიტიკის წარმოებისას უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს ნარკომანიით დაავადებულ პირთა ადეკვატური მკურნალობა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის იმგვარი დარეგულირება, რომელიც უზრუნველყოფს რეალურად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამიჯვნას სხვა ნარკოტიკული დანაშაულისგან. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ დღესდღეობით საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა აღნიშნული კუთხით, კლავ რჩება მთელი რიგი კითხვის ნიშნები საქართველოს კანონმდებლობის ნარკომომხმარებლებზე სამართლიანი და პროპორციული სასჯელის დაწესებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მოსაზრების ერთ-ერთ დამადასტურებელ ფაქტორს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მთელი რიგი ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში, რომლებზეც არ არის დადგენილი მცირე ოდენობის ზღვარი, პირადი მოხმარების მიზნით მიზერული ოდენობის ფლობის შემთხვევაშიც კი, დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების პრაქტიკა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“შეწყვიტეთ რეფორმა”- ამ ლოზუნგით თსუ-ის პირველ კორპუსთან აქცია გაიმართება

21:27; 20 თებერვალი, 2026
საზოგადოება

პოლიტიკური რეკლამები META-ს პლატფორმებზე – რას ინფორმაციას ავრცელებს ISFED

19:17; 20 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მოქალაქეებს ახალი დოკუმენტების შესაცვლელად იბარებენ- რა ხდება ცნობილი

18:15; 20 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ვინ არის ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის სავარაუდოდ დაკავებული ბიზნესმენი

16:35; 20 თებერვალი, 2026
საზოგადოება

პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის დაკავებული ხატია წერეთელი თავისუფალია – რა ხდება ცნობილი

14:10; 20 თებერვალი, 2026

რუსეთის ოლიმპიური ქალაქი დაიტბორა

ENPARD-ის საგრანტო კონკურსი ფერმერებისთვის

ყველა სიახლე

სამართალი

„უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს… ოჯახში ორი მიცვალებული ასვენია“

21:35; 20.02.2026
სამართალი

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

21:28; 20.02.2026
საზოგადოება

“შეწყვიტეთ რეფორმა”- ამ ლოზუნგით თსუ-ის პირველ კორპუსთან აქცია გაიმართება

21:27; 20.02.2026
საზოგადოება

პოლიტიკური რეკლამები META-ს პლატფორმებზე – რას ინფორმაციას ავრცელებს ISFED

19:17; 20.02.2026
ფინანსები

Healo-ის ბაზრობა ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტების განათლების მხარდასაჭერად – ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ბანკი

18:20; 20.02.2026
ფინანსები

გალტ & თაგარტმა HIF Tbilisi 2026-ზე ტურიზმის საინვესტიციო ტენდენციების შესახებ მიგნებები გააზიარა

18:18; 20.02.2026
საზოგადოება

მოქალაქეებს ახალი დოკუმენტების შესაცვლელად იბარებენ- რა ხდება ცნობილი

18:15; 20.02.2026
სამართალი

“შსს-ს სასაზღვრო პოლიციასა და თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა 380 000 ლარის ღირებულების 24 000-ზე მეტი კილოგრამი საკვებად უვარგისი კონსერვი”

17:57; 20.02.2026
ფინანსები

დარეგისტრირდი CODE IT-ზე – შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს

17:46; 20.02.2026
სამართალი

სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო

17:43; 20.02.2026
პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობას გავიზიარებ

17:26; 20.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესებისთვის მაკკინზის და კოკრეას ვორქშოფები ჩატარდა

16:46; 20.02.2026
საზოგადოება

ვინ არის ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის სავარაუდოდ დაკავებული ბიზნესმენი

16:35; 20.02.2026
სამართალი

მკვლელობა შურისძიების მოტივით – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

15:51; 20.02.2026
სამართალი

ეზოდან მოპედი მოიპარეს

15:37; 20.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო