https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

    აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

    საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

    უკრაინული მედია – რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

    გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში ირანული დრონი ჩამოვარდა

    თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რას სთხოვს ზოოპარკის დირექტორი საზოგადოებას

16:06; 26.06.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

თბილისში, სტიქიის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა არა მარტო საქართველოს, მსოფლიოს მედიის ყურადღება მიიპყრო. ჯერ კიდევ ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს სტიქიის ზონებიდან ნარჩენების და ნაგვის გასატანად. სამ დაკარგულ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. რაც შეეხება ცხოველებს, ერთი ვეფხვი კვლავ იძებნება, აფთრის ლეში კი, რამდენიმე დღის წინ ზოოპარკის ტერიტორიაზე იპოვეს.

ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ზოოპარკის ადმინისტრაციას  დაკარგული და დახოცილი ცხოველების შესახებ, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, რამაც მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, რა მდგომარეობაა ახლა ზოოპარკში,  –  ამ და სხვა საკითხებზე "გურია ნიუსი" ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს ესაუბრა:

_ სტიქიის შემდეგ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. რა ეტაპზეა გამოძიება და რამდენჯერ დაგკითხათ სამართალდამცავებმა?

_ მხოლოდ ერთხელ დამკითხა პროკურატურამ, მას შემდეგ მე აღარავის შევუწუხებივარ. თანამშრომლებთან გასაუბრება მიმდინარეობდა და რამდენიმე დღის წინ აქაც იყვნენ პროკურატურიდან მოსულები. იმედია, ყველაფერი გაირკვევა უშუალოდ პროკურატურის მიერ.

_ იღებდა თუ არა ზოოპარკი  მონაწილეობას იმ ცხოველების აღწერაში, რომელიც დახოცილები იპოვეს ან დახოცეს?

_ ზოოპარკი ნაწილობრივ ამას აკეთებდა, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობით  ინფორმაცია ჩვენ სხვადასხვა წყაროების საშუალებით მოვიპოვეთ. როგორიც  იყო ტელევიზიის მიერ გადაღებული კადრები, სხვების მოწოდებული ინფორმაცია და ა.შ. სამწუხაროდ, არ გვქონდა საშუალება, რომ ყველა ცხოველი გადაგვემოწმებინა, რამაც გამოიწვია შეცდომა.

_ არც იმ ცხოველებზე გქონდათ ინფორმაცია რომლებიც ზოოპარკის გარეთ იყვნენ?

_ აქაც იყო გარკვეული პრობლემები. ის ვეფხვიც, რომელმაც ადამიანი იმსხვერპლა მოკლულ ცხოველებში იყო მითვლილი. არ მინდა გავუსწრო წინ მოვლენებს. როგორც იცით, გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერი ცხადი გახდება.

_ საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია იმანაც, რომ ზოოპარკმა არ გამოაქვეყნა იმ ცხოველების სია, რომელიც სტიქიამდე გყავდათ. რატომ არ გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია და რა გიშლიდათ ხელს?

_ ამ სიტუაციაში ნამდვილად არ ვფიქრობდით, რომ ასეთი სიის გამოქვეყნება საჩქარო იყო. ეს სია გვაქვს და რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნეთ კიდეც. ასევე არსებობს ორგანიზაცია International Species Informacion System ( ISIS)  და პროგრამა ZIMS-ი, სადაც ეს მონაცემებია ატვირთული. ამ პროგრამაზე ყველა გაწევრიანებულ ზოოპარკს აქვს წვდომა.

_მხოლოდ ზოოპარკებს? ჩვეულებრივ მოქალაქეს შეუძლია ნახოს ეს მონაცემები?

_ ჩვეულებრივ მოქალაქეს შეუძლია გაწევრიანდეს, მიიღებს პროგრამაში შესასვლელ კოდს და ნახავს მონაცემებს. სტიქიის შემდეგ აღარც კომპიუტერები გვქონდა არც არაფერი, რომ გვენახა ეს ინფორმაცია და ჩამოგვეტვირთა.  მართალი გითხრათ, არც ვიცი, რატომ მიენიჭა ასეთი ყურადღება არსებული ცხოველების ნუსხას, თორემ ამას ყოველდღე გამოვაქვეყნებდით. ყველა ეს ინფორმაცია გადაცემულია ხელისუფლებისთვისაც. 

რაც ზოოპარკში გვყავდა, ეს ცხოველები ისედაც გარკვეული იყო. ერთადერთი ვარკვევდით, დაღუპული ცხოველების რაოდენობას. ამიტომ პირველ რიგში ამ ინფორმაციის შეგროვებას  ვცდილობდით. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალიან დატვირთულები ვიყავით.  თითქმის მთელ საქართველოში გვიწევდა  გადაადგილება და არც იყო იმის შესაძლებლობა რომ ეს  ინფორმაცია აგვეტვირტთა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ადრე უნდა გაგვეკეთებინა, რამაც  მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

_ ეხმარებით თუ არა სამძებრო სამუშაოებში ხელისუფლებას?

_ ვმუშაობთ ხელისუფლებასთან ერთად. თითქმის ყველა იმ ადგილზე ვიყავით გასული, საიდანაც ინფორმაცია შემოდიოდა, რომ ცხოველი ნახეს. ყველა ინფორმაცია, რომელიც საეჭვო იყო ჩვენს მიერაც იქნა გადამოწმებული. საეჭვოში ვგულისხმობ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ან ცხოველის კვალი ან ლეში იყო ნაპოვნი. თუმცა, სამწუხაროდ, არცერთი მათგანი არ დადასტურდა.

_ ამ ეტაპისთვის მხოლოდ ერთ ვეფხვს ვეძებთ?

_ დიახ, მხოლოდ ერთი ვეფხვი იძებნება; უსურიის, მუქი წითელი.

_ რა ნაწილია ზოოპარკის გასასუფთავებელი და რამდენად მაღალია ალბათობა, რომ ვეფხვიც ამ ტერიტორიაზე იპოვოთ?

_ ჯერ კიდევ  არ არის ვოლიერების ნაწილი გახსნილი. საკმაოდ დიდი ნაწილია ტერიტორიის გასასუფთავებელი. ძალიან ინტენსიურად მიდის მუშაობა, თუმცა რამდენი ხანი დაჭირდება გასუფთავებას, არ ვიცი. კატასტროფული მდგომარეობაა. რაც შეეხება ალბათობას, რომ ვეფხვი შეიძლება ამ ტერიტორიაზე იყოს, არის, თუმცა, რამდენად მაღალია ეს ალბათობა, რთული სათქმელია.  ცხოველი იმყოფებოდა ღია გალიაში, რაც სტანდარტზე უფრო მაღალი დამცავობით ხასიათდებოდა. ძალიან ბევრ  ქვეყანაში ასეთი ცხოველები მხოლოდ ელექტრო ღობის შიგნით იმყოფებიან. ჩვენ კი გვქონდა სტანდარტების შესაბამისი და კიდევ უფრო მაღალი გისოსები, რომელზეც სხვათაშორის ძალიან ბევრი გვედავებოდა, რატომ იყო ამდენად მაღალი და არა ჩვეულებრივი. სანდიაგოს  ზოოპარკში, სადაც ვოლიერები არ არის მხოლოდ ელექტრო ღობეებია. ჩვენთან ეს ცოტა რთული გასაკეთებელი იყო ტექნიკური  თვალსაზრისით, ამიტომ გვქონდა გისოსები. თუმცა,  ამ ხნის განმავლობაში, რაც ჩვენ აქ ვართ, არცერთი ცხოველი ზოოპარკის ტერიტორიიდან არ გასულა, სანამ არ გაივსო წყლით ეს ტერიტორია და მინიმუმ 15 მეტრის სიღრმის  წყალი არ დადგა, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა. ასე რომ, ეს იყო აბსოლუტური მოულოდნელობა, სტიქია, რაც ჩემი ბრალი არ არის.

გარდა ამისა, ვოლიერს ჰქონდა კიდევ ერთი დამცავი, გისოსის თავი იყო გადმოკეცილი იმდენად, რომ ცხოველს მისგან თავი ვერ დაეღწია. ვეფხვისთვის ეს უარყოფითი დახრილობაა და ის ვერ შეძლებს, აქედან ამოძრომას; გარდა ამისა, იყო სპეციალური ელექტროსადენი, რომელშიც 10 ათასი ვოლტის სიმძლავრის ელექტროენერგია გადიოდა. ეს გადაულახავი წინააღმდეგობაა ცხოველისთვის, მაგრამ წყალი რომ დადგა ზოოპარკში და დენი გაითიშა, ცხოველებმა ვოლიერის ზემოდან წყლის ნაკადზე გადასვლა შეძლეს.

_ ზოოპარკის ამ ტერიტორიაზე  აღდგენა შესაძლებელია?

_ აქ აღდგენას აზრი არ აქვს. თავიდან უნდა აშენდეს, ამიტომ არა მგონია, ზოოპარკი ისევ აქ დარჩეს. საბოლოოდ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების პოზიციაა, რომ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე აშენდეს ახალი ზოოპარკი, სადაც გაცილებით უფრო კარგი პირობებია. მინდა გავახსენო საზოგადოებას, რომ ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო, როდესაც ზოოპარკის გადატანაზე დაიწყო საუბარი რამდენიმე წლის წინ. ძალიან ბევრი ე.წ. ექსპერტი გამოჩნდა მაშინ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს იდეალური ტერიტორია იყო ზოოპარკისთვის და თბილისის ზღვაზე გადატანა არ შეიძლებოდა. მაშინაც ვამტკიცებდი და ახლაც ვამბობ, რომ ეს არ იყო ზოოპარკისთვის შესაბამისი ადგილი.

_  არის იმის საშუალება, რომ ცხოველები რომლებიც ახლა ზოოპარკის ტერიტორიაზე არიან უკვე გადაიყვანოთ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე?

_ არა, იქ ჯერჯერობით ვოლიერები არ არის. სასწრაფო სამუშაო გვაქვს, რომ ის ვოლიერები ავაშენოთ. საზოგადოების ფუნქციაც ის არის, რომ დაგვეხმარონ, რომ იქ ავაშენოთ ვოლიერები და იქ გადავიყვანოთ ცხოველები და არა ხელი შეგვიშალონ მუშაობაში. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ჩვენს მხარეს არის.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოოპარკის თანამშრომლები, რომლებიც სტიქიისას დაიღუპნენ, არა წყალდიდობით, არამედ ცხოველების მიერ მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალნენ…

_ ეს ინფორმაცია ტყუილია. არცერთი მათგანი დაზიანებული არ იყო ცხოველისგან, დაიხრჩვნენ. მათ შესაბამისი ექსპერტიზაც ჩაუტარდათ. ძალიან ადვილი გადასამოწმებელია, ეს რომ გადაამოწმოთ, სიცრუის მთელი ჯაჭვი ცხადიბ გახდება. ტყუილია ის ინფორმაციაც, რომ  თითქოს ისინი ცდილობდნენ ვოლიერები გაეღოთ ცხოველებისთვის. ფიზიკურად შეუძლებელი იყო ამის გაკეთება ასეთ ხანმოკლე დროში, როდესაც წყალი წამებში იმატებდა. იქ ფეხზე გაჩერებაც შეუძლებელი იყო, არათუ შენობის ბოლოში გასვლა, გასაღებების აღება და შემდეგ ცხოველებისთვის ვოლიერების გახსნა. ვოლიერები საკმაოდ რთული გასაღებია. ეს არ არის ჩვეულებრივი კარები. ამას ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ, არც მათ უცდიათ ეს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ზოოპარკის თანამშრომლის ვალდებულება სწორედ ცხოველებზე ზრუნვაა… მტაცებელ ცხოველს ვერანაირად ვერ გადაარჩენ. ის დაგლიჯავს იმას, ვინც კარებს გაუღებს. როცა მშვიდ მდგომარეობაში არიან და ვეფერებით, მაშინაც სახიფათოები არიან. სწორედ დისტანციის დარღვევის გამო დაზიანდა ქალბატონი გულიკო. ცალხელა ქალი, რომელიც ახალი გამოსული იყო საავადმყოფოდან, როგორ შეძლებდა გალიების გაღებას. ერთი მამაკაცი 72 წლის იყო, ძლივს დალასლასებდა, ჯანმრთელიც არ იყო, ყოველდღე სასწრაფო აკითხავდა, როგორ შეძლებდნენ ამის გაკეთებას? რა უნდა ვუწოდო  იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ, არ ვიცი, აღმაშფოთებელია…

_ როდის ექნებათ ბავშვებს ზოოპარკი?

_ არ ვიცი… მივიღეთ უამრავი შემოთავაზება, არა მარტო ზოოპარკებისგან, სხვადასხვა პიროვნებებისგანაც, რომ ცხოველებით მოგვამარაგებდნენ. მაგრამ ჩვენ EAZA-ს წევრობის კანდიდატები ვართ, რომელიც ზოოპარკების კურატორი ერთ-ერთი ძლიერი ორგანიზაციაა. გარდა ამისა, მას აქვს  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექცია. ჩვენ არ ვაპირებთ არცერთი ცხოველის მიღებას, EAZA-ს თანხმობის გარეშე. ცხოველებს მხოლოდ EAZA-ს სივრციდან მივიღებთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

სტიქიით დაზარალებულის ოპერაციის ხარჯებს მერია დაფარავს

საპატრულო პოლიციამ დაჭრის ფაქტი გახსნა

ყველა სიახლე

მსოფლიო

ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

20:31; 5.03.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

19:29; 5.03.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები

19:10; 5.03.2026
სამართალი

“გვაქვს მოლოდინი, როგორც კლინიკა „მედინა“, ასევე ექიმები პასუხს აგებენ ფეხმძიმე ქალის სიცოცხლის მოსპობაზე” – „ახალგაზრდა ადვოკატები“ 

19:08; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება: ვგმობთ აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

18:14; 5.03.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ექვსი კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმინეს

18:11; 5.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:49; 5.03.2026
სამართალი

ბრიფინგი შსს-ში – პოლიციამ გასულ 24 საათში ინტერპოლით ძებნილი 11 პირი დააკავა

17:26; 5.03.2026
მსოფლიო

საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

17:12; 5.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება – უყურეთ მეორე ეპიზოდს

17:10; 5.03.2026
სამართალი

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გურიაში – ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16:44; 5.03.2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ

16:41; 5.03.2026
სპორტი

ოზურეთელი მარი დავითაძის წარმატება ძიუდოს ჩემპიონატზე

16:09; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მოხსენება მოისმინეს

15:58; 5.03.2026
საზოგადოება

დავით ალავიძე: ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება

15:28; 5.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო