https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რეპრესირებულთა ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციის გადახდა ისევ ჭიანურდება

2:02; 1.02.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომ საქმეზე “კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილება 2010 წლის 2 თებერვალს გამოიტანა. კილაძეების (რომლებიც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი ოჯახის წარმომადგენლები არიან) ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის ადვოკატები იცავდნენ.

გზა სტრასბურგამდე

კლაუს და იური კილაძეების მამა 1937 წლის 2 ოქტომბერს, საბოტაჟისა და ტერორისათვის გასამართლების შემდეგ, დახვრიტეს. ხოლო 1938 წლის 7 ნოემბერს, საბჭოთა ხელისუფლების დამხობისაკენ მიმართული აგიტაცია-პროპაგანდის ბრალდებით, კილაძეების დედას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და გადასახლებულ იქნა საბჭოთა კავშირის უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარე სპეციალურ საპატიმრო ბანაკში.

მარტო დარჩენილი ბიჭები, რომლებიც 12 და 10 წლისანი იყვნენ, თავდაპირველად, თბილისის ბავშვთა მიმღებში მოათავსეს და იქ თვენახევარი გააჩერეს. როგორც საქმის მასალებშია აღნიშნული, ბიჭები იქ არსებული ცუდი კვებისა და სიბინძურის გამო, ტიფით დაავადდნენ. ამის შემდეგ, ძმები, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამხედრო კომისრის 1937 წლის 15 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე, საქართველოდან რუსეთში, სტავროპოლის რეგიონში, უდედმამო ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მათ ორი წელიწადი გაატარეს. ამ ხნის განმავლობაში მათ მუდმივად სცემდნენ და შეურაცხყოფდნენ, ერთის მხრივ, დაწესებულების პერსონალი, როგორც “სამშობლოს მოღალატე” მამის შვილებს, ხოლო მეორეს მხრივ, სხვა ბავშვები, როგორც ქართველებს სტალინის სამშობლოდან. გარდა ამისა, მეტად მძიმე პირობებში უხდებოდათ ცხოვრება. 60 ბავშვს ერთ ოთახში ეძინა ერთ გრძელ ჭილობზე, ერთი საწოლი 5 ბავშვს უნდა გაენაწილებინა. იმავე ოთახში მდებარე ხის კასრს კი საპირფარეშოდ (“პარაშა”) იყენებდნენ. ოთახში არც ონკანის წყალი მოდიოდა. ამის გამო, ძმებს რწყილები გაუჩნდათ და მუნი შეეყარათ. დედის დაპატიმრებისთანავე, კილაძეებს, თბილისში მდებარე 90 კვმ ფართობის საცხოვრებელი სახლი, უძრავ ქონებასთან და სხვა პირად თუ საოჯახო ნივთებთან ერთად, დაუყოვნებლივ ჩამოართვეს. 1940 წელს, კლაუს და იური კილაძეების ბებიამ მათი მეურვეობის უფლება მიიღო. საქართველოში დაბრუნებულებს, ჯერ კიდევ ბავშვებს, ფიზიკური შრომით თავის რჩენა უწევდათ. ამის შემდეგ, მთელი მათი აქტიური ცხოვრების მანძილზე, სსრკ-ის პერიოდში, კილაძეეები, როგორც “სამშობლოს მოღალატის” შვილები მეტად ძლიერ სოციალურ და პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიდნენ.

1945 წელს, კილაძეების დედა გადასახლებიდან გაათავისუფლეს. ის თბილისში სურავანდით, პლევრიტითა და გასტროენტერიტით დაავადებული დაბრუნდა. 1956 წლის 4 მაისს, სამხრეთ კავკასიის სამხედრო სასამართლომ გააუქმა 1938 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება და კილაძეების დედის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო, იგი რეაბილიტირებულად სცნო. 1957 წლის 30 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ, იმავე მოტივით გააუქმა 1937 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება და უფროსი კილაძეც რეაბილიტირებულად სცნო.

1998 წლის 6 მარტს, ძმებმა მიმართეს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, მათი მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის, მათი ქონების კონფისკაციისა და ასევე, მათი ბავშვთა თავშესაფარში ყოფნის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. 1998 წლის 1 ივლისს, მათ მიიღეს პასუხი, რომ არავითარი ინფორმაცია არ იყო შემონახული მათი ბავშვთა თავშესაფარში ყოფნის შესახებ. რაც შეეხება ინფორმაციას მათი მშობლების შესახებ, სამინისტროს არქივები 1991-1992 წლების სამოქალაქო ომის დროს დაიწვა. განმცხადებლებს ურჩიეს, შეეგროვებინათ რამდენიმე თვითმხილველი მოწმის მონაყოლი, დაემოწმებინათ ნოტარიული წესით და მიემართათ მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ტერიტორიული კომპეტენტური სასამართლოსთვის ფაქტის იურიდიულად დადგენის მოთხოვნით.

1998 წლის 16 მარტს, კილაძეებმა საბურთალოს რაიონის პირველი ინსტანციის სასამართლოს სარჩელით მიმართეს და მოითხოვეს მათი და მათი მშობლების პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებად აღიარება. 1998 წლის 19 აგვისტოს, განმცხადებელთა მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა.

2005 წლის 15 მარტს, კილაძეებმა მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და ითხოვდნენ 515.000 ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდას თითოეული მათგანისთვის, საერთო ჯამში, განცდილი მორალური და მატერიალური ზიანის გამო. თუმცა, სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ვინაიდან “კანონები”, რომლებზეც განმცხადებლები მიუთითებდნენ _ 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-8 და მე-9 მუხლები, ჯერ კიდევ არ იყო მიღებული. განმცხადებლებმა საკასაციო საჩივარი შეიტანეს.

კილაძეები აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის ძალაში შესვლიდან თითქმის რვა წელი იყო გასული, ხოლო სახელმწიფოს არავითარი ზომები არ მიუღია შესაბამისი კანონის მიღებისა და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდის კუთხით, როგორც ეს კანონის მე-8 და მე-9 მუხლებში იყო აღნიშნული. განმცხადებელთა მტკიცებით, აღნიშნულ მსხვერპლთა რაოდენობა, რომლებიც ასაკოვნები იყვნენ, მცირდებოდა და მათი აზრით, სახელმწიფო ელოდებოდა რომ მათი გარდაცვალება კომპენსაციის პრობლემას მოხსნიდა. იმ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის შესაბამისად, რომელიც ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტში 2001 წელს, უშედეგოდ წარადგინა სადავო საკანონმდებლო ვაკუუმის აღმოფხვრის მიზნით, აღნიშნული კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რაოდენობა, კატეგორიების მიხედვით, 600-დან 16.000-მდე მერყეობდა.

2005 წლის 2 ნოემბერს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი. სწორედ ამის შემდეგ მომზადდა სარჩელი სტრასბურგისთვის.

“კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ”

სტარსბურგის სასამართლო, რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ ამ კუთხით საქართველოში საკანონმდებლო ვაკუუმი და იყო და ეს პრობლემას მხოლოდ კილაძეებს არ უქმნიდა.

“საკანონმდებლო ვაკუუმის პრობლემა, რომელიც მან დაადგინა, არ ეხება მხოლოდ განმცხადებლებს. განმცხადებელთა მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც მსგავსი სახის დარღვევის გამომწვევი სიტუაცია შეეხოთ, კატეგორიების მიხედვით, 600-დან 16.000-მდე მერყეობს. შესაბამისად, აღნიშნულმა სიტუაციამ, შესაძლოა, სათავე დაუდოს სასამართლოში დიდი რაოდენობით განაცხადების წარდგენას იმგვარად, რომ მომავალში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს კონვენციის მიერ ჩამოყალიბებული მექანიზმის ეფექტურობა. ასეთ პირობებში, სასამართლო თვლის, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, ეროვნულ დონეზე, უდავოდ უნდა გატარდეს ზოგადი ღონისძიებები. სწრაფად უნდა იქნას მიღებული აუცილებელი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და საბიუჯეტო ზომები, რათა 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-9 მუხლში გათვალისწინებულ პირებს მიეცეთ აღნიშნული დებულებით გარანტირებული უფლებით ეფექტური სარგებლობის შესაძლებლობა. გადაუხადოს 4.000 ევრო მორალური ზიანის ანაზღაურების სახით,” _ აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ამ გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს უშუალოდ რეპრესირებულმა პირმა, მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ ან მათმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს.

საქართველოს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათი მემკვიდრეების ერთობლივი რაოდენობა ამ ცვლილებამდე 20 076 ადამიანი იყო, თუმცა შემდგომში მათი რიცხვი გაიზარდა. გაიზარდა მომჩივნების რაოდენობაც. თუმცა, სასამართლო რიგი დოკუმენტაციის წარდგენას ითხოვს, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლიდან სამ თვეში, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 500 სარჩელზე მეტი იქნა წარდგენილი. ამ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი რეგიონებში მცხოვრები ბენეფიციარების მიერ სასამართლოში წარდგენილი სარჩელების რაოდენობაზე. თუმცა, როგორც გავარკვიეთ, მათი რიცხვი საკმაოდ დიდია.

სარჩელების დიდი რაოდენობის გამო, დადგინდა კომპენსაციის ზღვარი _ მინიმალური 200 ლარი, ხოლო მაქსიმალური 500 ლარი.

ამ სარჩელებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს, რაც რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

“გურია ნიუსთან” საუბრისას, ის ადამიანები, რომლებმაც სარჩელი უკვე შეიტანეს, აღნიშნავენ, რომ 500 ლარი იმ დოკუმენტების მოსაპოვებლად არის საჭირო, რომლის წარდგენას სასამართლო ითხოვს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეპრესირებულებისა თუ მათი პირველი რიგის მემკვიდრეების მიერ სარჩელის შეტანისას, ერთ-ერთ მტკიცებულებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შსს-ს არქივიდან გაცემული ცნობა დაინტერესებული პირის ან მისი წინაპრის მიერ განცდილი რეპრესიის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ხარვეზს ადგენს.

აღნიშნული ცნობის აღება ცოტა ხნის წინ უფასო იყო, თუმცა, 2011 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გაწეული მომსახურების საფასური დადგენის შესახებ,” რომლითაც, მსგავსი ცნობის აღებისთვის 9 ლარია გადასახდელი.

რეპრესირებულების და მათი ოჯახის წევრების რეპრესიების მსხვერპლთა ინტერესებს სასამართლოში ძირითადად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები იცავენ. “გურია ნიუსთან” საუბრისას, საია-ს ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი, თამაზ ტრაპაიძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც მოსახლეობას სარჩელის შეტანისას ექმნებათ.

_ საია-ს ოზურგეთის ოფისის მიერ დღემდე მომზადდა 108 სარჩელი რეპრესირებულთა და მათი პირველი რიგის მემკვიდრეთათვის გათვალისწინებული ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის თაობაზე.

კანონმდებლობით დადგენილია ჩამონათვალი დოკუმენტაციისა, რაც რეპრესირებულმა ან მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ სარჩელს უნდა დაურთოს. კერძოდ, სარჩელს უნდა დაერთოს: პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი, პირველი რიგის მემკვიდრის მიერ სარჩელის წარდგენისას _ მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება კომპენსაციის მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე, თუკი არსებობს რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრე და ეს მემკვიდრეები თმობენ აღნიშნულ უფლებას ერთი ან რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ. ერთი შეხედვით ჩამონათვალი მცირეა, თუმცა რეალურად მოსარჩელეები უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, როდესაც საქმე სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების შეგროვებაზე მიდგა. თავდაპირველად, პრობლემა შეიქმნა მემკვიდრეობის დადგენასთან დაკავშირებით, რადგან სასამართლო მტკიცებულების სახით ითხოვდა სამკვიდრო მოწმობას, როგორც მემკვიდრეობის დამადასტურებელ დოკუმენტს. სამკვიდრო მოწმობის აღება დროსთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა მოსარჩელეთათვის. როგორც ჩანს, სასამართლომ გაითვალისწინა საიას მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მემკვიდრეობის დამადასტურებელ დოკუმენტში იგულისხმება მხოლოდ პირველი რიგის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი და არა სამკვიდრო მოწმობა. ამჟამად, სასამართლო პირველი რიგის მემკვიდრეობის დადგენისას, ეყრდნობა მოსარჩელეთა დაბადების ან ქორწინების მოწმობებს.

დოკუმენტების შეგროვებას ართულებს ის გარემოებაც, რომ მოქალაქეთა უმრავლესობას სასამართლო გადაწყვეტილებები პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე გააჩნიათ ასლების სახით, რადგან ორიგინალი ინახება სოციალური მომსახურების სააგენტოში. სასამართლომ არაერთი ხარვეზი დაადგინა ამასთან დაკავშირებით. ხარვეზი განპირობებული იყო იმით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ მიიღო ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ, სოციალური სამსახურის მიერ დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებების ასლები და მოითხოვა საერთო სასამართლოების არქივის მიერ დამოწმებული ასლები. აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს მოუხდათ თბილისში ჩასვლა, რაც მათთვის დამატებით ხარჯებს წარმოადგენს.

პრობლემას წარმოადგენს ასევე რეპრესირებულის გარდაცვალების მოწმობის მოპოვება, როდესაც რეპრესირებული დახვრეტილი ან გადასახლებაში გარდაცვლილი იყო. სამოქალაქო რეესტრი გასცემს გარდაცვალების მოწმობას შსს-ს მიერ გაცემული საარქივო ცნობის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ მასში დაფიქსირებულია გარდაცვალების თარიღი. ამასთან დამატებით პრობლემას ქნის ის გარემოება, რომ სამოქალაქო რეესტრი არ იღებს მხედველობაში საქართველოს უშიშროების სამინისტროს მიერ გაცემულ ცნობას და ითხოვს აუცილებლად შ.ს.ს-ს მიერ გაცემულ “ახალ ცნობას”. იმ შემთხვევაში, თუკი შსს-ს მიერ გაცემულ ცნობაში გარდაცვალების კონკრეტული თარიღი არ არის მითითებული, მოქალაქეებს უწევთ რაიონული სასამართლოსთვის მიმართვა რეპრესირებულის გარდაცვლილად გამოცხადების მოთხოვნით, რაც ასევე დროსთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას თამაზ ტრაპაიძე.

საიამ და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა (EHRAC) ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს 2011 წლის 30 მაისს რეკომენდაციით მიმართეს. ორგანიზაციები მინისტრთა კომიტეტს სთხოვდნენ, გაგრძელებულიყო კილაძეების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგი, რომელიც დაადგენდა ეროვნული სასამართლოების მიერ საკანონმდებლო ცვლილებების გამოყენების პრაქტიკას და შემდგომ, კომიტეტს შესაძლებლობა ექნებოდა შეეფასებინა, ხდებოდა თუ არა ამ კანონების სწორი იმპლემენტაცია.

ორგანიზაციებმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წერილი გასულ კვირასაც გაუგზავნეს.

“კლაუს და იური კილაძეების საქმეზე ევროპის სასამართლოს მიერ 2010 წლის 2 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2011 წლის მაისში საკანონმდებლო ცვლილებები გახორციელდა, რომლის მიხედვით, რეპრესირებულებისა და მათი პირველი რიგის მემკვიდრეებისათვის ფულადი კომპენსაციის მიკუთვნების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს და ასევე, განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ გახორციელებული საკანონმდებლო ცვლილება უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია რეპრესირებულებისა და მათი პირველი რიგის მემკვიდრეებისათვის წლების განმავლობაში განუხორციელებელი უფლების უზრუნველსაყოფად, ამ ცვლილებების ცხოვრებაში გატარებისას იკვეთება პრობლემები, რომელიც ჩვენი აზრით ყურადღებას საჭიროებს. საია-ს მიერ, ფულადი კომპენსაციის მიკუთვნების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკის შესწავლის შემდეგ, გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელიც ვფიქრობთ, ეჭვქვეშ აყენებს კილაძეების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ეფექტურად აღსრულებას. კერძოდ,

_ თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის ფულადი კომპენსაციის მიკუთვნების შესახებ საქმეების განხილვის ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭება ეჭვქვეშ აყენებს რეგიონში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას, ხშირ შემთხვევაში მათი ასაკის, ჯანმრთელობის და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით;

_ გარდა ამისა, 2011 წლის სექტემბრისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 ათასზე მეტი სარჩელი იყო შეტანილი, მაშინ როცა სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ 73 საქმე ჰქონდა გამოტანილი. აღნიშნული ხაზს უსვამს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადატვირთულობას, რაც საქმეების დროულად განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას უშლის ხელს; გრძელდება სარჩელის წარმოებაში მიღებისათვის ხარვეზების დაუსაბუთებლად დადგენა.

_ სასამართლოს მიერ მიკუთვნებული ფულადი კომპენსაციები არის გაუმართლებლად დაბალი და არ შეესაბამება გახორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს და მოთხოვნებს; ჭიანურდება ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა,” _ აღნიშნულია კომიტეტისთვის გაგზავნილ წერილში.

აღსანიშნავია, რომ კილაძის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭირო ზომები რაც შეიძლება მალე უნდა ყოფილიყო გატარებული სახელმწიფოს მიერ, რათა ხანდაზმულ ბენეფიციარებს დროულად ესარგებლათ მინიჭებული უფლებით. მიუხედავად იმისა, რომ სათანადო საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მოქმედებს, შიდა სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების გამოტანის ვადების გაჭიანურება საგრძნობლად აფერხებს ხანდაზმული ბენეფიციარების მიერ მათივე სიცოცხლეში კანონით მინიჭებული უფლებით სარგებლობას.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ბალდის კანიონის მოძრაობის წევრი ინდიკო ბჟალავა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

15:47; 9 დეკემბერი, 2025
სამართალი

შსს: უპრეცედენტო რაოდენობის – 926 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გავანადგურეთ

14:01; 9 დეკემბერი, 2025
სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:48; 9 დეკემბერი, 2025
სამართალი

მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

16:03; 8 დეკემბერი, 2025
სამართალი

პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

13:14; 8 დეკემბერი, 2025

მალე პალიასტომიც გაქრება?!

ჩავარდნილ სპეცოპერაციას ქირიას თანამდებობა შეეწირა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

პროკურორი: ყველა ბრალდებული ინდივიდუალურად აგებს პასუხს საკუთარი დანაშაულისთვის

18:15; 10.12.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ეს იყო სამარცხვინო წელი მათთვის, ვინც მართავს ქვეყანას

18:06; 10.12.2025
საზოგადოება

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა სრულდება – როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ვინც ვერ ისარგებლა პროგრამით

17:46; 10.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების ფინალური ეტაპი დაიწყო – საპრიზო ფონდი 500 000 ლარია

17:33; 10.12.2025
ფინანსები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

17:17; 10.12.2025
მსოფლიო

რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

16:55; 10.12.2025
მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

16:24; 10.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 3500-ზე მეტმა სტუდენტმა შემოიტანა – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

15:53; 10.12.2025
საზოგადოება

“ჩემი აქ ყოფნის ერთადერთი მიზეზი არის, რომ მამა შორიდან ვნახო”- ნინი მანჯგალაძე

15:47; 10.12.2025
პოლიტიკა

საია: 2025 წელი საქართველოში შეზღუდული თავისუფლებების წელია

15:06; 10.12.2025
პოლიტიკა

ვის ჩამოეწერება ჯარიმები

15:00; 10.12.2025
პოლიტიკა

რას აცხადებს ირაკლი კობახიძე გალის რაიონში საბაჟო ტერმინალის მშენებლობაზე

14:52; 10.12.2025
პოლიტიკა

პაატა სალია: ევროკავშირის წევრი 17 ქვეყანა საქართველოს უსაფრთხო სახელმწიფოდ მიიჩნევს

14:48; 10.12.2025
მსოფლიო

სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

14:42; 10.12.2025
პოლიტიკა

როდემდე უნდა გაგრძელდეს მიწის სპორადული რეგისტრაცია და რა სიახლეებია

14:27; 10.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო