თალიბმა მებრძოლებმა ავღანეთში 11 სამხედრო მოკლეს, მათ შორის ოფიცერიც, ხოლო დაშავებულების რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
BBC-ის ინფორმაციით, თალიბმა მებრძოლებმა ავღანელი სამხედროების ავტოკოლონაზე იერიში დღეს მიიტანეს. თავდასმის დროს მათ იარაღიც გაიტაცეს.
როგორც ცნობილია, მოძრაობა "თალიბანს" მომხდარზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
გავრცელებული ინფორმაციით, თალიბი მებრძოლები ქვეყანაში ნატო-ს ძალების არსებობას აპროტესტებენ და ამიტომ ქვეყანაში უცხოურ სამხედრო ძალებსა და ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს ხშირად თავს ესხმიან.