აშშ-ში, ფლორიდის შტატში გადამზიდი რაკეტის გაშვება წარუმატებლად დასრულდა.
BBC-ის ინფორმაციით, ამერიკული კომპანია "სფეის- იქსის" მიერ გაშვებული ტვირთმზიდავი რაკეტა "ფალკონ 9" აფრენიდან 139 წამში, პირდაპირ ეთერში აფეთქდა.
მას ორბიტაზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის სურსათი და სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობა უნდა მიეწოდებინა.
"ჩვენ შევისწავლით აფეთქების გამომწვევ მიზეზს. შესაძლოა ეს ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა", _ განაცხადა ნასა-ს სამეცნიერო საზოგადოების წევრმა ბილ გერთენსმაიერმა.