საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრში უნდა დაბრუნდეს.
_ სააკაშვილმა ყოვლად უზნეო საქციელი ჩაიდინა, როცა ჩვენი უდიდესი და წმინდა მეფის ძეგლს შეეხო და მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე, სხვაგან გადაიტანა
ვფიქრობ, რომ მერიამ და საკრებულომ დავით აღმაშენებლის შეგლის თბილისის ცენტრში დაბრუნების საკითხი უნდა განიხილონ, სპეციალისტები მოიწვიონ, საჯარო დისკუსია დაიწყონ და ამაში საზოგადოებაც ჩართონ, _ აღნიშნა პრემიერმა "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში.