პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით რუსეთთა დიალოგი უნდა გაგრძელდეს და "ჩვენ მხოლოდ დიალოგის გზით უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას":
_ არ შეიძლება მეზობელ ქვეყანასთან სხვაგვარი ურთიერთობა გვქონდეს. ჩვენსა და რუსეთის ურთიერთობებს შორის მთავარი პრობლემა რაღა თქმა უნდა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებია, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური და სავაჭრო- ეკონომიკური დიალოგი ერთმანეთისგან გავმიჯნეთ და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით დიდ წარმატებას მივაღწევთ.
დიახ! ის, რომ ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი გაიხსნა ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდი შეღვათია და კარგია, რომ ეს მოვახერხეთ.
რუსეთთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს და ჩვენ მხოლოდ დიალოგის გზით უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას.
დიახ! მაქსიმალურად პრაგმატული კონსტრუქციული დიალოგით უნდა შევძლოთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია და ჩვენ ამას ვახერხებთ, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში.