შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საძიებო სამუშაოების გამო თბილისში, 30 ივნისს 00:00 სთ-ზე, მტკვრის კალაპოტის დათვალიერების მიზნით, ორთაჭალჰესის წყლის რეზერვის გაშვება იგეგმება. ორთაჭალჰესის ხელმძღვანელის ვალერი ლომთაძის ინფორმაციით, აღნიშნული მოქმედებები მდინარე მტკვრის დონის მცირედით (15-20 სმ-ით) აწევას გამოიწვევს ორთაჭალჰესიდან რუსთავი-გარდაბანი-მარნეული-წითელი ხიდის მიმართულებით, რაც დაახლოებით 30 ივნისის დილის 07:00 სთ-მდე გაგრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე თევზჭერით არიან დაკავებულნი, დროის ზემოაღნიშნულ მონაკვეთში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თევზაობისგან და მდინარეში შესვლისგან თავი შეიკავონ. სამინისტრო ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს.