13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოები "გურია ნიუსის“ ჩოხატაურის ოფისში აქტიურად მიმდინარეობს.
მოხალისეებს, რომლებიც მეხუთე დღეა თავდაუზოგავად შრომობენ, დღეს, დღის პირველ ნახევარში, ჩოხატაურის სპორტსკოლისა და კომუნალურის სამსახურის თანამშრომლები.
ილია კეკელიძეს, ლევან ძნელაძეს, სანდრო შონიას, მერაბ ოსიძეს, ლაშა ცენტერაძეს და ბესო ნინიძეს დღეს აქტიურად ეხმარებიან ლაშა ბერძენიშვილი, ირაკლი ტრაპაიძე, ვახტანგ ჯინჭარაძე, ლუკა კოროშინაძე და გოგა ასამბაძე, რომლებიც ჩოხატაურის რაგბის გუნდის წევრები არიან.
"ივლიტას ბიბლიოთეკა" მის დაბადების დღეზე _ 19 ივლისს უნდა გაიხსნას, ამიტომ, სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.
"გურია ნიუსის“ საქველმოქმედო ანგარიშზე "ივლიტას ბიბლიოთეკისთვის“ შემოწირული თანხები დღეის მდგომარეობით ასეთია:
ჩოხატაურის კომპლექსური სასპორტო სკოლა _ 12 ლარი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა _ 110 ლარი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა _ 12 ლარი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება _ 15 ლარი; ლალი ღოღელიანი, სტუ-ს პროფესორი ლაშა ტატულაშვილი _ 100 ლარი; თეა ბაიაჯანი _ 30 ლარი.
ბიბლიოთეკის მოწყობისთვის საჭირო სახსრების გაღების მსურველებს, შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ "გურია ნიუსის" საქველმოქმედო საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი, ბანკის კოდი: BAGAGE22; საბანკო ანგარიში: GE02BG0000000125488801; მიმღები: შპს " ჩოხატაურის მაცნე".