13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოები "გურია ნიუსის“ ჩოხატაურის ოფისში აქტიურად მიმდინარეობს.
მოხალისეებს, რომლებიც რამდენიმე დღეა თავდაუზოგავად შრომობენ, დღეს, ერთი საათით, ჩოხატაურის სპორტსკოლის თანამშრომლები შეუერთდნენ. დახმარება გაგვიწიეს კომუნალური სამსახურის თანამშრომლებმაც.
ილია კეკელიძეს, ლევან ძნელაძეს, სანდრო შონიას, მერაბ ოსიძეს, ლაშა ცენტერაძეს და ბესო ნინიძეს დღეს აქტიურად ეხმარებოდნენ ლაშა ბერძენიშვილი, ირაკლი ტრაპაიძე, ვახტანგ ჯინჭარაძე, ლუკა კოროშინაძე და გოგა ასამბაძე _ 15-16 წლის მოზარდები, რომლებიც ჩოხატაურის რაგბის გუნდის წევრები არიან.
ამ დღეების განმავლობაში, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ სამუშაოებში აქტიურად იყო ჩართული ჩოხატაურის საკრებულოს თანამშრომელი ჯუბა ბერძენიშვილი და კომპანია „ვისოლის“ ჩოხატაურის ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერი თემურ ჩხიკვიშვილი _ გამონაკლისი არც დღევანდელი დღე ყოფილა.
სამშენებლო მასალების ჩამოტანაში კახი ყაჭეიშვილი, გია თავაძე და სერგო ბერძენიშვილი უანგაროდ დაგვეხმარენ.
"ივლიტას ბიბლიოთეკა" მის დაბადების დღეზე _ 19 ივლისს უნდა გაიხსნას, ამიტომ, სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.
"გურია ნიუსის“ საქველმოქმედო ანგარიშზე "ივლიტას ბიბლიოთეკისთვის“ შემოწირული თანხები სამშაბათის მდგომარეობით ასეთი იყო:
ჩოხატაურის კომპლექსური სასპორტო სკოლა _ 12 ლარი;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა _ 110 ლარი;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა _ 12 ლარი;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება _ 15 ლარი;
ლალი ღოღელიანი, სტუ-ს პროფესორი ლაშა ტატულაშვილი _ 100 ლარი;
თეა ბაიაჯანი _ 30 ლარი;
მიხეილ ნიშნიანიძე _ 50 ლარი.
ედიშერ მამალაძე _ 410 ლარის ღირებულების ელექტროგაყვანილობა.
ბიბლიოთეკის მოწყობისთვის საჭირო სახსრების გაღების მსურველებს, შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ "გურია ნიუსის" საქველმოქმედო საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი, ბანკის კოდი: BAGAGE22; საბანკო ანგარიში: GE02BG0000000125488801; მიმღები: შპს " ჩოხატაურის მაცნე".