https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პოლიცია ავტომატს უკვე პროდუქტებში პოულობს

2:02; 2.02.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

პავლე კუკულავა 2012 წლის 7 იანვარს, ქუთაისში, ნათესავთან დააკავეს. იმავე დღეს, კუკულავას საცხოვრებელ სახლში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში, ჩოხატაურის პოლიციის სამმართველომ ჩხრეკა ჩაატარა. როგორც კუკულავას ოჯახის წევრები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, ჩხრეკის მიმდინარეობისას არავის უთქვამს, რომ მათი შვილი დაკავებული იყო:

_ 7 იანვრის გამთენიისას, პოლიციელები ოჯახში შემოგვივარდნენ და მძინარენი ლოგინიდან წამოგვყარეს. როცა ავდექი, პირველი რაც დავინახე, ის იყო, რომ ჩემი მეორე შვილი, გიორგი კუკულავა, პოლიციელებს ღუმელთან ჰყავდათ მიმწყვდეული და განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ. დაახლოებით 50-მდე პოლიციელი იქნებოდა. სახლის ყველა კუთხე-კუნჭული ჰქონდათ დაკავებული. მითხრეს, რომ ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ და მეზობლებისთვის დამეძახა. ძალიან გვიანი იყო და მხოლოდ ერთი მეზობელი, ქეთევან ცინცაძე გავაღვიძე, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას, დაკავებულის დედა, ია მახვილაძე.

კუკულავების ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ სახლში პოლიციამ ვერაფერი იპოვა და ძებნა სახლის გვერდით მდგომ დამხარე სათავსოში განაგრძო:

_ სახლის გვერდით “კუხნა” მიდგას, სადაც საკუჭნაო გვაქვს, რომელშიც პროდუქტებს ვინახავთ და დღეში რამდენჯერმე შევდივარ. სწორედ იქ, კარტოფილზე დადებული აღმოაჩინეს ავტომატი, _ ამბობს მახვილაძე.

პავლე კუკულავას ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ იარაღი ჩაუდო.

_ დიასახლისი ქალი ვარ. ყოველდღე შევდივარ საკუჭნაოში. ავტომატი რომ ჰქონოდა ჩემს შვილს, როგორ ფიქრობთ, კარტოფილს თავზე დაადებდა და მის დამალვას ვერ მოახერხებდა?! _ აღნიშნავს დაკავებულის დედა.

პავლე კუკულავას მიმართ სისხლის სამართლის საქმე 237-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩხრეკა მათ ოჯახში 7 იანვრის გამთენიას, ორდერის გარეშე ჩატარდა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 8 იანვრის განჩინებაში აღნიშნულია, რომ ჩხრეკა ორდერის გარეშე, კანონის სრული დაცვით, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა.

“საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ ამოღებული იქნას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. საქმეში არსებული მტკიცებულებები _ წინასწარი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, პატაკები და სხვა მასალები, ქმნიდა საკმარის ფაქტობრივ საფუძვლებს დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში (ახალშენში) პავლე კუკულავას საცხოვრებელ სახლსა და დამხარე სათავსოში ინახებოდა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. საგამოძიებო მოქმედება _ ჩხრეკა, ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, რადგანაც მის დაყოვნებას შეეძლო გამოეწვია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემის განადგურება. შესაბამისად, არსებობდა მოსამართლის განჩინების გარეშე ჩხრეკის ჩატარების საქართველოს სსსკ-ის 112 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედება, რომელმაც შეზღუდა პავლე კუკულავას კერძო საკუთრება, ჩატარებულია საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით, ჩხრეკის ჩატარებისა და მისი საპროცესო გაფორმებისას არ ყოფილა დაშვებული კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევები”, _ აღნიშნულია სასამართლოს განჩინებაში, რომელსაც ხელს მოსამართლე მარიამ დარისპანიშვილი აწერს.

პავლე კუკულავას უკვე შეეფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. ამ დრომდე მას ბრალი მხოლოდ იარაღის უკანონო შეძენა შენახვისთვის აქვს წაყენებული. თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, კუკულავა ასევე ეჭვმიტანილია 2011 წლის 22 ნოემბერს, სოფელ ჩაისუბანში, პენსიების დამტარებლის, ზოია აბუსერიძის დაყაჩაღებაში _ მაშინ, აბუსერიძეს ორი ადამიანი დაესხა თავს, სცემა და 5 000 ლარამდე თანხა წაართვა. ჩვენი წყარო ამბობს, რომ აბუსერიძემ კუკულავა პოლიციაში ამოიცნო. ამ ინფორმაციას “გურია ნიუსთან” საუბრისას ზოია აბუსერიძეც ადასტურებს: _ დიახ, ვადასტურებ, რომ სწორედ პავლე კუკულავა იყო ის ადამიანი, რომელიც თავს დამესხა. მე მას არ ვიცნობდი, ისიც კი არ ვიცოდი, თუ ჩოხატაურელი, ხიდისთავის მცხოვრები იყო. პოლიციაში მილიონი სურათი მაჩვენეს და იმ სურათებში ამოვიცანი ის ბიჭი. როცა დამაყაჩაღეს, ნიღბები არ ეკეთათ და მათი სახე კარგად დამამახსოვრდა. ორნი იყვნენ. ერთმა თავში ჩამარტყა და რომ წავიქეცი, მეორე თავზე მედგა. სწორედ ის იყო პავლე კუკულავა. პოლიციაში რომ მივედი ამოცნობაზე, იქ ვნახე ფოტოზე, _ აღნიშნა აბუსერიძემ.

კუკულავას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პავლეს ამ ყაჩაღობასთან საერთო არაფერი აქვს და არც ავტომატი იყო მისი.

“გურია ნიუსს” წერილობით კუკულავას მეზობლებმაც მომართეს. წერილში აღნიშნულია, რომ პავლე კუკულავა გაწონასწორებული და ზრდილობიანი ახალგაზრდაა. მეზობლები დარწმუნებულები არიან, რომ მას სახლში იარაღი არ ჰქონდა და არც 22 ნოემბერს მომხდარ ყაჩაღობაში აქვს მონაწილეობა მიღებული:

_ ჩემი თვალით ვნახე, ყაჩაღობის დღეს, პავლე რომ სახლში იყო. შეშას ამზადებდა და გამოველაპარაკე კიდეც, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კუკულავების ერთ-ერთმა მეზობელმა.

დაკავებულის მამა, პავლე კუკულავა ოპოზიციონერია. ჩვენთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის დაკავება მის პოლიტიკურ ორიენტაციას უკავშირდება:

_ ამ ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგე ვარ, 7 ნოემბრის აქციებზე ვიყავი, ყველა არჩევნებზე კომისიის წევრი ვარ და დარღვევებზე ხმამაღლა ვსაუბრობ. არასოდეს დამიკრავს ტაში ამ ხელისუფლებისთვის. მიმაჩნია, რომ მათი უკანონობის მსხვერპლია ჩემი ოჯახი. არჩევნებზე ბევრჯერ მევაჭრებოდნენ ჩემი შვილით, _ ამბობს პავლე კუკულავა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კუკულავა ერთხელ უკვე არის ნასამართლევი. მისი ოჯახის წევრების თქმით, ნასამართლეობა არ ნიშნავს, რომ ის მეორედაც ჩაიდენს დანაშაულს და პოლიცია ასეთ ადამიანებს არ უნდა დევნიდეს:

_ ბოლომდე მოიხადა სასჯელი. იცოდა, პოლიცია მეთვალყურეობდა და ყაჩაღობას არ ჩაიდენდა, _ აღნიშნავენ დაკავებულის მშობლები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ მათი შვილი უკანონო პატიმარია.

პოლიციაში ამ თემაზე კომენტარებს არ აკეთებენ. როგორც გვითხრეს, მიმდინარეობს გამოძიება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

მოსწავლემ სკოლაში თვითდაზიანება მიიყენა

14:59; 16 თებერვალი, 2026
სამართალი

ავტობუსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ

13:24; 16 თებერვალი, 2026
სამართალი

მამაკაცი კორპუსიდან გადმოვარდა და დაიღუპა

13:19; 16 თებერვალი, 2026
სამართალი

აჭარაში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:40; 16 თებერვალი, 2026
სამართალი

“კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს”

18:04; 15 თებერვალი, 2026

გურიაში ისევ დიდთოვლობა

ოზურგეთში დიდი თოვლია _ ფოტორეპორტაჟი

ყველა სიახლე

სამართალი

მოსწავლემ სკოლაში თვითდაზიანება მიიყენა

14:59; 16.02.2026
საზოგადოება

“ერბო“, „ნადუღი“, „კარაქი” დაილუქა” – სად გამოავლინეს რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები

14:31; 16.02.2026
საზოგადოება

ხანძარი სკოლაში – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

14:22; 16.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ტერიტორიის 20%-ზე, ექსტრემალური ძალები კი – 100%-ზე, ვუპირისპირდებით

13:35; 16.02.2026
სამართალი

ავტობუსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ

13:24; 16.02.2026
სამართალი

მამაკაცი კორპუსიდან გადმოვარდა და დაიღუპა

13:19; 16.02.2026
საზოგადოება

“ცხედარს საშინელი წამების კვალი ეტყობა” _ უკრაინაში ოზურგეთელი მებრძოლი დაიღუპა

12:56; 16.02.2026
საზოგადოება

საკადრო ცვლილებები სუს-ში

12:48; 16.02.2026
საზოგადოება

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

12:11; 16.02.2026
საზოგადოება

„ქსელურების ბინძური თამაშის შედეგებს, დისტრიბუცია ტრადიციულ მარკეტებს უნაწილებს“_ ვნებათაღელვა ფასნამატზე გრძელდება

12:00; 16.02.2026
ზაფრანი

ფინანსური წარმატება და სასიამოვნო სიახლეები – როგორი იქნება 16-22 თებერვლის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

10:51; 16.02.2026
სამართალი

აჭარაში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:40; 16.02.2026
ზაფრანი

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:39; 16.02.2026
საზოგადოება

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

10:21; 16.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:19; 16.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო