ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 19-მდე დაშავდა.
BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმა თალიბანის თვითმკვლელმა ტერორისტმა, აეროპორტის გზაზე, ამერიკის საელჩოსა და დიპლომატიურ კვარტალს შორის განახორციელა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ნატო-ს წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა არცერთი სამხედრო ამჯერად არ დაშავებულა.
მიმდინარე წელს, მსგავსი ტიპის თავდასხმებს 4 ათასამდე მოქალაქის სიცოცხლე უკვე ემსხვერპლა.