მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე წყლის მილია დაზიანებული, რის გამოც ქუჩაში დიდი რაოდენობით წყალი მოედინება. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილზე ჩანგრეულია ასევე ასფალტის საფარი. დატბორილია მთელი ქუჩა. ქუჩასთან მისასვლელი გზა გადაკეტილი აქვთ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, შესაბამისად, ქუჩაზე გადაადგილება შეზღუდულია.
ადგილზე მობილიზებულია მხოლოდ საპატრულო პოლიცია. სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ჯერჯერობით არ გამოჩენილან.