საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ადვოკატების დევნამ შეუქცევადი ხასიათი მიიღოს, რის გამოც, ადვოკატთა ასოციაცია იძულებულია საპროტესტო აქციები დაიწყოს.
"პატივცემულო კოლეგებო, ადვოკატების დევნამ მიიღო შეუქცევადი ხასიათი, დღე არ გავა, ადვოკატს არ მიაყენონ შეურაცხყოფა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გადავედი ადვოკატთა უფლებების დაცვის ბრძოლის რეჟიმში, რასაც უნდა მოჰყვეს დიდი საპროტესტო აქციები, სხვაგვარად ხელისუფლებას არ სურს შეიგნოს, თუ როგორ უნდა მოექცეს ადვოკატს. ამ კვირაში ქუთაისიდან დავიწყებ შეხვედრებს ჩვენს კოლეგებთან მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა ადვოკატებმა ავირჩიეთ საპროტესტო აქციების ფორმა, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას როგორ უნდა მოეპყრან ადვოკატს. ჩვენს რიგებში არიან ადვოკატები (სულ ერთი პროცენტი საერთო რაოდენობიდან ), რომელსაც ხელისუფლება დაგვიპირისპირებს, მაგრამ ჩვენ ვართ აბსოლუტური უმრავლესობა და უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი პროფესიის გაძლიერებისთვის", _ აღნიშნულია ხატიაSვილის მიმართვაში.
ასოციაცია ადვოკატებთან შეხვედრის გრაფიკის აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2 ივლისს, 11:00 საათზე შეხვედრა ქუთაისში, ადვოკატთა ასოციაციის რეგიონალური ოფისში (მის: ნ.დუმბაძისქ. №8 ( ყოფილი ნინოშვილის ქ.№8 ) გაიმართება; 3 ივლისს, 16:00 საათზე კი, ბათუმში, ადვოკატთა ასოციაციის რეგიონალური ოფისში (მის: სარაჯიშვილის 22).