დღეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ და მდივნის მოადგილემ კახა ოქროჯანაშვილმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპულ ქართველ მეომართა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
"დღეს ერთმანეთთანაა შერწყმული დიდი ტკივილის და დიდი სიამაყის განცდა. 23 წელიწადი გავიდა დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან, სადაც ქართულმა მხარემ დიდი დანაკარგის ფასად მტრის დესანტის განადგურება შეძლო. ამ ბიჭების პატრიოტიზმი და თავდადებაა სწორედ ის რაც საქართველოს გამთლიანებისკენ მიმავალ გზაზე ყველა სირთულეს დაგვაძლევინებს. ასეთი გმირები ქმნიან ჩვენი ქვეყნის ისტორიას. ''-განაცხადა მინდია ჯანელიძემ.