ავსტრალიაში, 3 მეტრიანი პითონი უზარმაზარ ღამურას ნახევარი საათის განმავლობაში ჭამდა.
DAILYMAIL-ის ინფორმაციით, ავსტრალიის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა, როდესაც სახლში ბრუნდებოდა მეგობართან ერთად, საკუთარი სახლის ეზოში შემთხვევით ნახა უზარმაზარი ზომის პითონი დიდ, შავ ღამურას თავს როგორ დაესხა.
"ჩვენ დაახლოებით 20 სანტიმეტრის მოშორებით ვიდექით, როცა მოულოდნელად ხიდან დიდი პითონი ჩამოსრიალდა. ეს მომხიბლავი და შოკისმომგვრელი სანახაობა იყო. ღამურა დიდი ტანის იყო და გველი მის ყბებში მოქცევას ცდილობდა", _ ამბობს სახლის მეპატრონე.
როგორც ცნობილია, მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები მეზობლის მიერ გავრცელებული ფოტოების შემდეგ შოკში არიან, თუმცა ამბობენ, რომ პითონი აქამდე არ შეუნიშნავთ.
ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ