ნიგერიაში 150-მდე ადამიანი, სავარაუდოდ, ბოკო ჰარამის დაჯგუფებამ მოკლა.
BBC-ის ინფორმაციით, რამდენიმე დანაშაული მათ სხვადასხვა სოფელში ჩაიდინეს.
ტბა ჩადთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში 97 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ქალები და ბავშვები. კიდევ ერთ სოფელ მონგუნოში კი, თავდამსხმელებმა 48 ადამიანი მოკლეს. გარდა ამისა, მათ აღნიშნული სოფელი დაიკავეს.
თავად ბოკო ჰარამს მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია.
როგორც ცნობილია, მსგავს თავდასხმებს აღნიშნული დაჯგუფება ხშირად ახორციელებს. დაჯგუფების მიზანს ქვეყანაში ისლამისტური მმართველობის დამყარება წარმოადგენს.
საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის ცნობით, 2009 წლიდან დღემდე ბოკო ჰარამის თავდესხმებს უკვე 17 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.