ბიძინა ივანიშვილის სახლთან 4 ივლისს, 12 საათზე აქცია გაიმართება. აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა და აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილს სთხოვენ გადაარჩინოს ბავშვი გიორგი ჯიშკარიანი, რომელიც მძიმე ავადმყოფია.
მას უკვე ამ დაავადებით ორი ძმა დაეღუპა. აქციის მონაწილეები ეცდებიან მიიქციონ ბიძინა ივანიშვილის ყურადღება სიმბოლური აქციით.