სამეგრელოს რეგიონში სოფლის მეურნეობის სამინისტრო მედიატურს ატარებს. პირველი ღონისძიება უკვეა ჩატარდა, რომელიც ეხებოდა დაავადებათა პრევენციის მიზნით კოღოს წინააღმდეგ ბრძოლას.
ანაკლიის მიდამოებში, დაჭაობებულ ტერიტორიაზე ჩატარდა დემონსტრირება, თუ როგორ უნდა მოხდეს ბიოლოგიური მეთოდით წყალსატევებში კოღოს ჭუპრის მოსპობა. ამის შემდეგ იგივე ზონა თერმული მეთოდით დამუშავდება, რაც უშუალოდ სპობს კოღოს. მესამე მეთოდი კი მოსახლეობაში, სახლების კედლების დამუშავებაა პრეპარატებით, რის შემდეგ სამი თვით ხანგრძლივობით კოღო აღარ მიეკარება ტერიტორიას.
ამის შემდეგ მედიის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ნოდარ კერესელიძეს შეხვდებიან.