საფეხბურთო კლუბი "მერცხალი" ახალი სეზონისთვის ემზადება. კლუბის მთავარი მწვრთნელის ხარიტონ ჩხატარაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ვარჯიშებზე ახალი ფეხბურთელები მიიღეს.
_ დღეს პირველად ივარჯიშებს ორი ჩოხატაურელი ფეხბურთელი თემურ შარაშენიძე და ხვიჩა დიდია
ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით მოხდებიან თუ არა ისინი მთავარ შემადგენლობაში, მაგრამ ყველაფერი წინ არის და ვნახოთ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან აქტიურად მიდის ვარჯიშები და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ ახალ სეზონზე. – გვითხრა ხარიტონ ჩხატარაშვილმა.