სამეგრელოში მედიატურის მონაწილე ჟურნალისტებთან შეხვედრისას, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ, არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, ყურადღება გაამახვილა ფიტოსანიტარული უნიკალური ლაბორატორიის შესახებ, რომელიც 10 ივლისს უნდა გაიხსნას.
_ ამ ლაბორატორიის გახსნა ერთხელ და სამუდამო მოხსნის საქართველოში თაფლის, რძის ნაწარმის თუ სხვა პროდუქტის ლაბორატიული კვლევის პრობლემას.
ლაბორატორიის ღირებულება 2 000 000 ლარი იქნება. აქედან 700 000 ათასი ლარი ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, დანარჩენს კი დონორი ორგანიზაცია გაიღებს – თქვა ნოდარ კერესელიძემ.