საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 9 იანვრის ბრძანებულებით, გურიის რეგიონის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური შეიქმნა, როგორც სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული.
ჩვენს კითხვაზე, როდის დაიწყებს აღნიშნული სამსახური ფუნქციონირებას, ვალერი ჩიტაიშვილმა გვითხრა, რომ სამსახურის უფროსი ამ კვირაში დაინიშნება: _ სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დავნიშნავ სამსახურის უფროსს. ამ სამსახურს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის უკვე ყოფილი მოადგილე სოფლის მეურნეობის დარგში, გიორგი ჭყონია უხელმძღვანელებს.
გუბერნატორმა განმარტა, რომ მუნიციპალიტეტებში ახლადშექმნილის ანალოგიური, მანამდე არსებული სამსახურის ხელმძღვანელები, გიორგი ჭყონიას სამსახურთან კოორდინირებულად იმუშავებენ.