ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ააიპ ,"დმანისის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახური"- ს უფროსი, ილიკო გირგვლიანი და ამავე სამსახურის სპეციალისტი, აკაკი სელიმაშვილი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, დმანისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეც-ტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს მოსთხოვეს და გამოართვეს გარკვეული ოდენობის თანხა.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.