საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი იანის ვარუფაკისმა მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ განაცხადა.
CNN-ის ინფორმაციით, მინისტრი გადადგომის მიზეზს ბერძენი მაღალჩინოსანი საკუთარ ბლოგზე წერს.
"ამაყად ავიტან კრედიტორების სიძულვილს. მინდა იცოდეთ, რომ სრულად ვუჭერ მხარს პრემიერ ციპრასს, ახალ ფინანსთა მინისტრსა და ჩვენს მთავრობას", _ წერს ვარუფაკისი.
როგორც ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მისი თანამდებობიდან წასვლა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, ალექსის ციპრასს შესაძლებელია კრედიტორებთან შეთანხმების მიღწევაში დაეხმაროს.
როგორც ცნობილია, რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე, ვარუფაკისმა განაცხადა, რომ თუკი ბერძნები კრედიტორთა შეთავაზებებს დათანხმდებოდნენ, თანამდებობას დატოვებდა. თუმცა, რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა 61.3%-მა კრედიტორების წინააღმდეგ მისცა ხმა.
მისი თანამდებობიდან წასვლის ძირითად მიზეზად სახელდება ევროჯგუფის ლიდერების სურვილი, რომ მოლაპარაკებებში ვარუფაკისის ჩართვა არ სურდათ.