რუსეთის ქალაქ ვორკუტაში ივლისის პირველ რიცხვებში გათოვდა. რეგიონში ძალზე დაბალი ატმოსფერული ტემპერატურა ფიქსირდება, რასაც სინოპტიკოსები ანომალიურად მიიჩნევენ.
მკვეთრი აცივების შესახებ პროგნოზირებდა ადგილობრივი სინოპტიკური სადგური.
რამოდენიმე უახლოესი დღის განმავლობაში სიტუაციის გაუმჯობესებას არ ელიან. ჰაერის საშუალო ტემპერატურა მიმდინარე კვირაში ნორმაზე 4-6 გრადუსით დაბალი იქნება. პროგნოზის მიხედვით ძალიან ცივი იქნება, მიმდინარე კვირის ორშაბათი და სამშაბათი.
მოსალოდნელია ახალი ციკლონიც, რომელსაც თან მოყვება წვიმა და არქტიკული ცივი ჰაერის კიდევ ერთი ნაკადი.