ახალ ზელანდიაში, ქალაქ მოსგიელში, პოლიციელები ირმებზე ნადირობენ, რომლებიც იმ შენობიდან გაიქცნენ, სადაც მათ დასაკლავად ამზადებდნენ.
BBC-ის ინფორმაციით, მოქალაქეებმა ირმები რკინიგზის სადგურებზე, გზებზე და საცხოვრებელი სახლების ეზოებში შენიშნეს.
პოლიციის თქმით, ის პირები, რომლებიც ირმებს მეთვალყურეობდნენ დაუყონებლივ დაიჭირეს.
"ირმები ქალაქში და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების უკანა ეზოებში დარბიან. ცხადია, ისინი საგზაო წესებს არ ემორჩილებიან", _ ამბობს სამხრეთ რაიონის პოლიციის უფროსი.
ქალაქს, რომლის მოსახლეობაც 12 000 ადამიანს შეადგენს ჯერჯერობით არანაირი ზიანი არ მისდგომია და საფრთხე არ შექმნია.
პოლიციელები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა 6 ირემი ახლომდებარე ტყის მიმართულებით გაიქცა.
"ისინი ინსტიქტურად მოქმედებენ", _ამბობს პოლიციიის უფროსი.
მოქალაქეებს ურჩევენ, თუ სადმე ირემს შენიშნავენ, უთვალთვალონ და პოლიციას გამოუძახონ.