პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერი, გოგი თოფაძე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრის, ელგუჯა ხოკრიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
საპარლამენტო უმრავლსობის დეპუტატი ხოკრიშვილს საქართველოში გენმოდიფიცირებული სოიოს შემოტანისთვის აკრიტიკებს.
"ხოკრიშვილი ძალიან წესიერი კაცი იყო და მე მას ვიცნობდი. მაგრამ ბოლო ბრძანებით, როგორც ჩანს, რაღაც ზეწოლა იყო, ალბათ, ვინმემ აიძულა, რომ ამ საეჭვო ბრძანებას მოაწერა ხელი. ვისი ბრალია რა და როგორ მოხდა ამას გამოძიება დაადგენს," _ აცხადებს გოგი თოფაძე.