ჩოხატაურში, "გურია ნიუსის" ოფისში "ივლიტას ბიბლიოთეკის" სარემონტო სამუშაები აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, მოხალისეებს საჭმელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა მოუტანეს.
ოზურგეთელმა ბიზნესმენმა შოთა მჟავანაძემ უსასყიდლოდ გადმოგვცა ქვიშა, რომლის ტრანსპორტირებაც შპს "გზამშენი 18"-მა მოახდინა.
სამშენებლო მასალები უსასყიდლოდ ჩამოგვიტანა ემზარ დოლიძემ, გურამ მჟავიამ და ბადრი მეფარიშვილმა.
გრძელდება წიგნების შემოტანაც. ამ დროისთვის "გურია ნიუსის" ოფისებში 1000-ზე მეტი წიგნია შემოსული.
რაც შეეხება შემოწირულობებს _ დღეს "ივლიტას ბიბლიოთეკისთვის" 20 ლარი ნატალია აცანელიძემ ჩარიცხა, 50 ლარი იამზე ვაჩეიშვილმა.
300 ლარი შემოწირა ბიბლიოთეკას "გურია ნიუსის" პროექტების მუდმივმა მხარდამჭერმა, ქველმოქმედმა გია ცეცხლაძემ, რომელმაც სამშენებლო სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად მოინახულა.
ბიბლიოთეკის დახმარების სურვილი ჭანუყვაძემაც გამოთქვა.
ბიბლიოთეკის მოწყობისთვის საჭირო სახსრების გაღების მსურველებს, შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ "გურია ნიუსის" საქველმოქმედო საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი, ბანკის კოდი: BAGAGE22; საბანკო ანგარიში: GE02BG0000000125488801; მიმღები: შპს " ჩოხატაურის მაცნე".
"ივლიტას ბიბლიოთეკა" მის დაბადების დღეზე _ 19 ივლისს უნდა გაიხსნას, ამიტომ, სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.