გერმანიის ქალაქ ერფურტის ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეები შორიდან პირველები ეხმაურებიან ივლიტას ბიბლიოთეკის გახსნის ინიციატივას.
მათ 4 ივლისს საქველმოქმედო აქცია გამართეს და საკუთარი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.
აქციის ორგანიზატორი ქველმოქმედი ქალბატონი – დიანა ცერცვაძეა.
ერფურტის საკვირაო სკოლა ბევრი შესანიშნავი აქციის ინიციატორია და მიუხედავად იმისა, რომ ეს პატარები ერფურტში არიან დაბადებულები, ისინი საქართველოსთან კავშირს ერთი წუთითაც არ კარგავენ.
ერფურტის ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა ივლიტას ბიბლიოთეკისთვის უკვე ჩარიცხეს 500 ევრო.