"გურია ნიუსისთვის"ცნობილი ხდება, რომ გუშინ, თბილისში, აფაქიძის 13-ში შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილებიდან სამი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო, ხოლო მეოთხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვალითიდანაა.
"სამივე გარდაცვლილი ერთმანეთის ახლო ნათესავები იყვნენ . ამ დრომდე ბიძის გადმოსვენება არ მომხდარა", _ გვითხრა სატელეფონო საუბრის დროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ირაკლი გეგეშიძემ.
"გურია ნიუსი" ინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, მაგრამ პრესსამსახურში გარდაცვლილების სახელი და გვარი არ გვითხრეს.
ჩვენთვის არაოფიციალურად ცნობილი გარდაცვლილების ახელი და გვარები, მაგრამ ოჯახის წევრებთან ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება.