ოზურგეთში "ბირკიანი" ძროხების შემდეგ, "ბირკიანი" ძაღლები გამოჩდნენ. ბოლო პერიოდში საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ რამდენიმე განცხადება გაავრცელა, რომ ოზურგეთში ცხოველთა უფლებები ირღვევა და ადგილობრივ ხელისუფლებას რეკომენდაციებითაც მიმართეს.
საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია: "ჩვენ მივმართეთ ადგილობრივ გამგეობას, მერიას, ასევე, საკრებულოს რეკომენდაციით, რომ დანერგილიყო უსახლკარო ცხოველების პოპულაციის მართვის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი, რაც არის სტერილიზაცია/კასტრაცია, შემდგომ ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია (ანუ ყურზე "ბირკის" გაკეთება) და შემდგომ დაბრუნება მიკედლების ტერიტორიაზე."