"ყველა პირველკლასელი წელს ახალ წიგნებს ვერ მიიღებს," – ასე უპასუხა განათლების მინისტრმა თავისუფალი დემოკრატების წევრის, ნინო გოგუაძის, კურიერში დასმულ კითხვას პირველკლასელთათვის წელს უფასო სახელმძღვანელოების დარიგების თაობაზე.
„ძირითადი რაოდენობა იქნება ნამდვილად ახალი, თუმცა არა ყველა. მაგრამ გამოყენებული სახელმძღვანელოები იქნება განსაკუთრებულად კარგად გადარჩეული. 90-95% თითქმის ახალი სახელმძღვანელო იქნება,“ – აცხადებს თამარ სანიკიძე.