ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ცნობით ხურვალეთში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ გადმოწეული ე.წ. საზღვარი მათ დამატებით საფრთხეს უქმნის, იზრდება მოსახლეობის გატაცების რისკებიც.
საოკუპაციო ხაზთან არსებულ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს მოსახლეობის და ჟურნალისტების უსაფრთხოებას შს სამინისტროს თანამშრომლები იცავენ.
სტრატეგიული ობიექტი ბაქო-სუფსის მილსადენი შეასაძლოა საოკუპაციო ხაზის მიღმა აღმოჩნდეს, რომლის ნაწილი სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადის.