საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკას წიგნების გადასცემს _ ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
_ სააგენტო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას და აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით ივლიტა ჯიბუტის სახელობის ახლადშექმნილ ბიბლიოთეკას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ სხვადასხვა წლებში გამოცემულ წიგნებს, კატალოგებს და ბროშურებს გადასცემს საჩუქრად, _ ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.