"გურია ნიუსის" ინფორმაციით თბილისის მერის დავით ნარმანიას პრესსამსახურის უფროსად ნონა ყანდიაშვილი ინიშნება. თავად ყანდიაშვილი ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს:
_ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. შემიძლია გითხრათ, რომ ამ პოსტზე დღეს მაგდა პოპიაშვილი მუშაობს, _ გვითხრა ყანდიაშვილმა.
ყანდიაშვილი იყო ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ჯერ კიდევ მაშინ, როცა ივანიშვილი ოპოზიციაში იყო. ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ იგი პრემიერის პიარს ჩაუდგა სათავეში. ბოლო პერიოდში კი კოალიცია "ქართულ ოცნებას" აპიარებდა.
ჩვენი ინფორმაციით ყანდიაშვილის დანიშვნის ბრძანებას ხელი ოთხშაბათს მოეწერება.
შეგახსნებეთ, რომ დავით ნარმანიას პრესსამსახურის ამჟამინდელი ხელმძღვანელის მაგდა პოპიაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა. პოპიაშვილს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.