უკრაინის ხელისუფლება "წითელ სექტორთან" დაჯგუფების განიარაღების შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს.
EURONEWS− ის ინფორმაციით, უკრაინაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მემარჯვენე სექტორის მებრძოლები ქალაქ მუკაჩევოსთან გამაგრდნენ. სამთავრობო ძალებმა და მილიციამ ისინი ალყაში მოაქცია. ადგილობრივი შეტაკების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, "წითელი სექტორის" ორი მებრძოლიც დაიღუპა, ხოლო 6 პოლიციელი დაიჭრა.
როგორც დაჯგუფების ლიდერმა განაცხადა, ცეცხლი სამართალდამცავებმა გახსნეს, ხოლო ისინი თავს იცავდნენ.
ინციდენტიდან რამდენიმე საათში ლვოვში, დნეპროპეტროვსკასა და უკრაინის რამდენიმე ქალაქში წითელი ანუ მემარჯვენე სექტორის მხარდასაჭერი აქციები გაიმართა.
მემარჯვენე სექტორის მხარდამჭერების თქმით, ისინი აქციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართავენ.
როგორც ცნობილია, კიევის ხელისუფლებამ, "წითელი სექტორის" დაჯგუფებას, რომელიც გასულ წელს მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ აქციებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.
"წითელი სექტორის" დაჯგუფება იარაღის დაყრაზე უარს აცხადებს. ოფიციალურმა კიევმა პოლიცია გაგზავნა ქალაქის გასანთავისუფლებლად.