ევროზონის ლიდერებმა მოლაპარაკებისას, რომელიც 17 საათს გაგრძელდა, საბერძნეთთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.
BBC − ის ინფორმაციით, მოლაპარაკების მიზანი, კრიზისის გამო, საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვების რისკის აცილება იყო.
საბერძნეთის პრემიერ− მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, "მწვავე ომის" შემდეგ, რომ საბერძნეთი ვალის რესტრუქტურიზაცია მოხდა.
"მწამს და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩა. გარიგება არის რთული, მაგრამ რაც მთავარია ჩვენ თავიდან ავიცილეთ სახელმწიფო ქონების საზღვარგარეთ გატანა და ქვეყანაში საბანკო სისტემის დაშლა", − აცხადებს ციპრასი.