ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით 14-15 ივლისს საინფორმაციო შეხვედრები იმერეთისა და გურიის მოსახლეობასთან გაიმართება. კომუნიკაციების კომისია მოსახლეობასთან შეხვედრის განრიგს აქვეყნებს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცხადებენ , 14 ივლისს, 13:00 საათზე, შეხვედრა გაიმართება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (მისამართი: ზესტაფონი, ლაღიძის ქ. №22, პირველი სამუსიკო სასწავლებელი). შეხვედრას ზესტაფონის, ჭიათურის, საჩხერის, ხარაგაულისა და ტყიბულის საზოგადოებაა დაესწრება.
ამავე დღეს, 16:30 საათზე, ქ. ქუთაისში (მისამართი: ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ.№3, მერიის ადმინისტრაციული შენობა). მიწვეულია ქუთაისის, თერჯოლის, წყალტუბოს, ვანის და ბაღდათის საზოგადოება.
15 ივლისს, 12:00 საათზე, შეხვედრა ჩატარდება ფოთში. (მისამართი: ქ. ფოთი, წმ. ნინოს ქ.№6, ქ. ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკა). მიწვეულია ფოთის, აბაშის, სენაკის, ხობისა და მარტვილის საზოგადოება.
იმავე დღეს, 16:00 საათზე, შეხვედრა გაიმართება ოზურგეთში (მისამართი: ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ.№1, მერიის ადმინისტრაციული შენობა). მიწვეულია ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის საზოგადოება.
როგორც კომისიაში აცხადებენ, საქართველოს მასშტაბით მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა 2015 წლის 1-ელ ივლისს დაიწყო და იგი 25 აგვისტოს დასრულდება. პირველი გასვლითი შეხვედრა 6 ივლისს, გორსა და ხაშურში გაიმართა.
კომისიის განმარტებით, ამ პროცესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, რომლებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ "საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს", შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრის," ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებიან.
რეფორმის პროცესში ჩართული მხარეები ადგილობრივ მოსახლეობას ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას კონკრეტულ რეგიონში, ანალოგური სიგნალის გათიშვამდე რამდენიმე დღით ადრე აცნობენ.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved