ამერიკის რამდენიმე შტატს ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა. მეტეოროლოგები სტიქიას სხვა შტატებშიც ელოდებიან.
CBSNEWS −ის ცნობით, სტიქიის შედეგად 2 დაიღუპა, 11 მოქალაქე დაკარგულად ითვლება, ხოლო 18 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გამოცემის ინფორმაციით, კაცი რომელიც დაიღუპა საკუთარი ავტომობილიდან გადმოვიდა და ფეხით ცდილობდა ადიდებულ წყალში გადაადგილებას, თუმცა უცნობია ის თვითონ დაეცა თუ წყლისგან გატაცებულმა მანქანამ წააქცია.
ჯონსონის შტატის სამაშველო ცენტრის ცნობით, სტიქიის შედეგად ათეულობით სახლი დაიტბორა, 50− მდე საცხოვრებელი სახლი კი განადგურდა. მაშველებმა ათეულობით ადამიანი დატბორილი სახლებიდან გადაარჩინეს. ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები ახადა და ხეები წააქცია. ქარმა ასევე ელექტრო გადამცემი ბოძები დააზიანა, რის გამოც მოსახლეობას ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.