საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა რამდენიმე დღეა რაც ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. ნაკრებს სპორტკომპლექს "არენაში" ფიზმომზადების მწვრთელი სერბი ალექსანდრ ჩვოროვიჩი ავარჯიშებს.
გუნდი არასრული შემადგენლობით შეიკრიბა, რადგან სხვადასხვა მიზეზით ნაკრებთან ერთად ვერ ვარჯიშობს – გუნდის კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელიც ახლახანს "დალას მავერიქსში" გადავიდა, თორნიკე შენგელია და ჯეიკობ პულენი.
სამივე კალათბურთელი ნაკრებს სლვენიურ შეკრებაზე შეურთდება, რომელიც 24 ივლისს დაიწყება. სლოვენიაში ჩავლენ ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი და მწვრთნელი ჯეისონ სტაუდტიც.
საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე (თბილისის დრო): 5 სექტემბერი საქართველო – ჰოლანდია 17:00; 6 სექტემბერი სლოვენია – საქართველო 20:00; 8 სექტემბერი საქართველო – საბერძნეთი 20:00; 9 სექტემბერი მაკედონია – საქართველო 20:00; 10 სექტემბერი საქართველო – ხორვატია 20:00