ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურორის დადგენილებას, კიკიანის ადვოკატი ლევან ვეფხვაძე ხვალ ჩაიბარებს.
9 ივლისს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.
გამოძიება პოლიციის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის ზომად რვიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.