საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, დეპუტატი შაირ საფაროვი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ სარგებლობის და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით, მოითხოვა და აიღო ფულადი თანხა 2 000 ლარის ოდენობით.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითავლისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.