https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

უდგას თუ არა ჯიბრში ხელისუფლება ლიხაურს

3:02; 10.02.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოთხი ტერიტორიული ერთეულის _ ნასაკირალის, ლაითურის, ბოხვაურისა და ლიხაურის რწმუნებულები ორი თვის წინ გაათავისუფლეს. როგორც წყარო ამტკიცებს, გათავისუფლების მიზეზი მათ სოფელში არჩევნებში მოგების ნაკლები შანსი იყო. სამი ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულები მალევე დაინიშნენ, ლიხაურის რწმუნებულის პოსტი კი ჯერ კიდევ ვაკანტურია. როგორც იქაურები ამბობენ, სოფლის რწმუნებული, დავით ცეცხლაძე იმიტომ გაათავისუფლეს, რომ პირდაპირ მოთხოვეს არჩევნებზე 75 პროცენტი ხმის მიტანა: “ეს ალალი ბიჭია _ პირდაპირ უთქვამს, ვერ შევძლებ, 5 პროცენტის იმედიც კი არ მაქვსო. მაშინ წადიო და გაუშვეს. დაასაქმეს სადღაც სპორტის განვითარების ცენტრში, თუმცა, ისიც დროებითიაო, _ ამბობენ. ორი თვე გავიდა და სოფელში რწმუნებული რომ დანიშნონ, კადრი ვერ ნახეს, არავის არ უნდა ეს თანამდებობა, მით უფრო, რომ რწმუნებულებს გაეზარდათ ხელფასები. აქ მთელი სოფელი ოპოზიციაშია”, _ გვითხრეს ლიხაურელებმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლიხაური უდიდესი ტრადიციის მქონე სოფელია, რომელიც პოლიტიკური მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. ლიხაურელები უმთავრეს პრობლემად უგზოობა ასახელებენ და “გურია ნიუსთან” სოფელში არსებულ სიტუაციაზე ღიად და თამამად საუბრობენ: “გურია ნიუსი” სიმართლის მთქმელი გაზეთია გურიაში და როგორც ვიცით, ამის გამო პრობლემებიც გექმნებათ”, _ ამბობენ ლიხაურელები.

ერთ-ერთი ლიხაურელი პენსიონერი ამბობს, რომ ძალიან უჭირს, მაგრამ ამაში თავის თავს და ხალხს ადანაშაულებს: _ როგორც მეკადრება, ისე ვცხოვრობ; როგორი ხალხიც ვართ, ისეთი მთავრობა გვყავს _ უკეთესი არ გვეკუთვნის! ადრე ჩაის კულტურით ვცხოვრობდით, ერთი ცალი ტყემალი არ გვეკარგებოდა. ერთი წვენების ქარხანა ამხელა რეგიონში არ უნდა არსებობდეს? დღეს ერთადერთი საფიქრალია, ხვალ რა ვჭამოთ. საიდან დავიწყო პრობლემებზე საუბარი? პრობლემაა ყველაფერი. პირველ რიგში, გზა არაა და კვალი. პატრონი არ ჰყავს ამ სოფელს, არაფერი არ აქვს. თქვენ ოზურგეთელი ხომ ბრძანდებით? ჰგავს რაიმე გაკეთებულს? რწმუნებულიც კი არ ჰყავს სოფელს, წამდაუწუმ ხსნიან და ვის ნიშნავენ, ვერაფერს გაიგებ.

_ რწმუნებული რატომ მოხსნეს?

_ ვერ გავიმარჯვებ არჩევნებშიო, უთქვამს და ამიტომ მოხსნეს, თურმე. ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ ჩემი სიტყვით სხვას გავუფუჭებ საქმეს, ვინმე თუ დასაქმებული არის შენიანი, დამთავრებულია იმისი საქმე. ოჯახის წევრი მუშაობს და ამიტომ არ მინდა სახელის და გვარის დაფიქსირება.

_ ლიხაურის რწმუნებულს დაუძახეს გამგეობაში და უთხრეს, 75 პროცენტი ხმების უნდა მოიტანოო. ამას უთქვამს, 5 პროცენტის გარანტიასაც ვერ მოგცემთო. მეორე დღესვე დააწერინეს განცხადება. ლიხაურს უდიდესი ტრადიციები აქვს _ აქ ცხოვრობდნენ განათლებული და გამოჩენილი ადამიანები. აქაურთა მოტყუება ძალიან ძნელია _ შეიძლება არ ჰქონდეთ კლასიკური განათლება, მაგრამ შავს თეთრისგან ადვილად არჩევენ და ქვეყანა რომ დაღუპვის პირასაა მისული, ხედავენ. მილიონნახევარი ადამიანი წასულია ქვეყნის გარეთ და სამშობლო ენატრებათ. სამშობლოში ვერ ჩამოდიან შიმშილის შიშით.

ლიხაურში ვერც ერთ არჩევნებს ვერ მოიგებს ხელისუფლება. ჯიბრში უდგანან ხალხს. 1936 წელს საქართველოში პირველად ლიხაური განათდა. ამ სოფელში ცივილიზებული ხალხი ცხოვრობს, აზროვნებს. არჩევნები რომ ჩატარდება, მერე ვინ რას აყალბებს და რას შვრებიან, ხალხმა რა იცის? გზაზე რომ ყუთებს ცვლიან, ეგ კი ყველამ იცის. რა ქნან ლიხაურელებმა? იმის გამო, რომ სოფელში უმეტესობა ოპოზიციურად არის განწყობილი, აქ არაფერი არ უნდა გაკეთდეს?! _ ამბობს ერთ-ერთი ლიხაურელი, რომელიც გვთხოვს, რომ ოჯახის უსაფრთხოების მიზნით, მისი სახელი და გვარი არ გავამჟღავნოთ.

_ რამდენი ხანია, უკვე ეხვეწებიან ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს, რწმუნებულად დაგნიშნავთო და თანხმობა ვერ მიიღეს. რაც არ უნდა დიდი ხელფასი მისცენ რწმუნებულს, მაინც ვერ იმუშავებს აქ. უწესიერესი კაცი იყო დავით ცეცხლაძე, ერთ-ერთი მართალი და უპატიოსნესი, სოფელი გადაირია, მაგი რომ გაუშვეს, მაგრამ ასეთები ალბათ არ სჭირდებათ, _ გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი და მოგვმართავს: _ რატომ არ ინტერესდებით იმით, რომ უდანაშაულო ადამიანებს იჭერენ და ტყუილად ასამართლებენ? 2010 წლის ოქტომბრის ბოლოს, შეამოწმეს სატყეო მეურნეობა და ნახეს, ტყე გაჩეხილი იყო. დაიჭირეს, ალბათ, 8 კაცი. მაგრამ მოუსწროთ ზამთარმა და ვეღარ გაგრძელდა ტყის შემოწმება. იანვრის დასაწყისში ეს ხალხი დაიჭირეს, პატიმრობაში იყვნენ იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი. მაისში განაგრძეს შემოწმება და აღმოჩნდა კიდევ წინა დროს გაჩეხილი ხეები, იმ დროს კი ისინი უკვე პატიმრობაში იმყოფებოდნენ. როგორ გაჩეხდნენ? გამოდის რომ პატიმრებმა გაჩეხეს ტყე. მიმართეთ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს _ მისი აქ ყოფნის დროს, ამ შვიდი წლის განმავლობაში, რამდენი გამამართლებელი განაჩენი დადგა? არც ერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანიათ და არც ერთი კვალიფიკაცია არ არის შეცვლილი _ პროკურორს ყველა შუამდგომლობა დაუკმაყოფილეს (ოზურგეთის რაიონული სასამართლოდან, ასევე იუსტიციის სამინისტროდან, ჩვენ უკვე გვაქვს გამოთხოვილი ეს ინფორმაცია. თუმცა, სასამართლომ მოითხოვა დაზუსტება, რას სახის ინფორმაცია გვაინტერესებდა _ ნაწილობრივ გამამართლებელ განაჩენთა თუ მთლიანად გამამართლებელ განაჩენთა რაოდენობა. ჩვენ უკვე გავუგზავნეთ შესაბამისი პასუხი და სასამართლოდან ამ დღეებში ველოდებით ოფიციალურ დოკუმენტს, რის შესახებაც ვრცელ მასალას ჩვენი გაზეთის უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ. რედ.). არ მითხრათ, ახლა ისე მუშაობს პროკურატურა და პოლიცია, რომ ერთი კვალიფიკაციაც არ შეეშალა შვიდი წლის განმავლობაში! კაცისმკვლელებსა და ყაჩაღებს უფარდებენ საპროცესოს, უპატრონოს, ნაკლებ დანაშაულის ჩამდენს კი ციხეში ალპობენ. ასეთი სამართალია ოზურგეთში და ამ უსამართლობამ შეაზიზღა ეს ხელისუფლება ხალხს, _ გვითხრა ერთმა ლიხაურელმა.

_ როგორ ვცხოვრობ და ვითქვამ სულს, მეტი არაფერი. თავს პენსიით ვირჩენ. ახლა შეშას ვეძებ, იმიტომ ვარ ვარ გამოსული გარეთ, _ გვითხრა პენსიონერმა დ. გობრონიძემ.

ც. თოიძე: _ სოფელში რაღაც კი კეთდება, მოსაცდელები გააკეთეს. თუმცა, სოფელს არაფერი აქვს შემოსავალი. ადრე ჩაი იყო ჩვენი მარჩენალი, ციტრუსი წელს ნახევარს არ გაუყიდია.

მ. გრიგოლია: _ ლიხაურს ასეთი გზა ნამდვილად არ ეკუთვნის. ყველაზე დიდი პრობლემა უგზოობაა. ხალხს ძალიან უჭირს _ გასულ წელს ყანა ვერ დათესა მოსახლეობის უმრავლესობამ.

_ ლიხაურში წინა არჩევნები რამდენიმე ხმით ძლივს მოიგო ხელისუფლებამ _ იძულება დააყენეს მოხუცებულებს, რომ ხმა მიეცა. ოპოზიციონერები უფრო მეტი იყვნენ, ვიდრე “ნაციონალები”, თუმცა, რა მოხდა, სიმართლე მაგათ გარდა, არავინ იცის, _ ამბობს ერთ-ერთი ლიხაურელი.

ლიხაურის ყოფილი რწმუნებული, “გურია ნიუსთან” საუბარში გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაწერა: _ განცხადება ჩემი სურვილით დავწერე 7 დეკემბერს. არ ვარ ჯანმრთელად, ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი.

_ ამ ინფორმაციასაც უარყოფთ, რომ დაგიბარეს ოზურგეთში გამგებელთან, სადაც გითხრეს, რომ არჩევნებზე უნდა მიგეტანათ თქვენი სოფლის ხმების 75 პროცენტი მაინც, თქვენ თამამად განაცხადეთ, რომ 5 პროცენტის იმედიც კი არ გქონდათ და ამის გამო გაგათავისუფლეს.

_ არ არის სიმართლე. თვალის ოპერაცია მქონდა გასაკეთებელი, ეს იყო და ეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ სალუქვაძე “გურია ნიუსთან” საუბარში ადასტურებს, რომ სოფელი ლიხაური პოლიტიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა და სოფელში ბევრი ოპოზიციონერი ცხოვრობს.

_ ბატონო თამაზ, როგორც ლიხაურელები ამბობენ, ლიხაურში ვერ დანიშნეს რწმუნებული იმის გამო, რომ არჩევნებში მოგების შანსი არ აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”. თქვენ, როგორც მაჟორიტარ დეპუტატს, გარკვეული პასუხისმგებლობა გაკისრიათ.

_ შეგიძლიათ, შარშანდელი ინფორმაცია ცსკო-ში გადაამოწმოთ. შეიძლება, იმ პროცენტზე ვერ გავედით, რაც საჭირო იყო, თუმცა, მაინც მოვიგეთ. დარღვევას, ან ძალადობას ადგილი ნამდვილად არ ჰქონია, არც არავინ შეგვიზღუდავს არჩევნის გაკეთების დროს. მთავარი პასუხისმგებლობა მე მეკისრებოდა და ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ მიდიოდა საარჩევნო პროცესი. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ერთი ხმაც კი არ გაყალბებულა. მომავალშიც შეიძლება, მაღალ პროცენტზე ვერ გავიდეთ, თუმცა, მოგების იმედი ნამდვილად მაქვს. გამორიცხულია, რომ წავაგოთ.

_ ლიხაურელების თქმით, რადგან ისინი მეტი ოპოზიციურობით გამოირჩევიან, ამიტომ ხელისუფლება ლიხაურში არაფერს აკეთებს. მათ უდიდესი პრობლემა უგზოობაა.

_ ხელისუფლება ნამდვილად არ უდგას ჯიბრში ლიხაურელებს. ლიხაურში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და გაკეთდება კიდევ. თუმცა, ვაღიარებ, რომ გზის პრობლემა ნამდვილად არის. ყოველ წელიწადს მიმდინარეობს გზის შეკეთება, წელსაც შევაკეთეთ. ძალიან ძვირი ჯდება ასე გრძელი გზის კაპიტალურად შეკეთება. პარალელურად უნდა შეიცვალოს წყლის მილები და ეს თანხები რომ დაჯამდა, ძალიან დიდი ციფრი გამოვიდა, ამის საშუალება კი ნამდვილად არ გვაქვს. მაგ საკითხის გადასაწყვეტად სერიოზული მსჯელობა მიდის და მიმდინარე წელს ეს პრობლემაც გადაიჭრება, _ გვითხრა სალუქვაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ილია ვაშაყმაძე, რომელიც სოფელ ლიხაურის მკვიდრია, “გურია ნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ ინფორმაცია დავით ცეცხლაძის გამგეობაში დაბარებისა და მისთვის ხმების 75 პროცენტის მიტანის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

_ ბატონო ილია, სოფელ ლიხაურში რწმუნებული დანიშნეთ?

_ ჯერ არა.

_ შეგიძლიათ, მიზეზებზე გვესაუბროთ?

_ არაფერი… მე მქონდა რაღაც პრობლემა.

_ გავრცელებული ინფორმაციით, დავით ცეცხლაძე დაიბარეთ და ხმების 75 პროცენტი მოსთხოვეთ.

_ სისულელეა. ვინ გითხრათ ეს? არ გვინდა, რა. არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას. მაინტერესებს, ვის ეკითხებით ასეთ რაღაცებს? ან ვინც თქვენ მაგას გეუბნებათ, მოვიდეს და მითხრას პირდაპირ მე.

_ ადასტურებთ იმ ინფორმაციას, რომ თქვენს სოფელში ძალიან ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი ცხოვრობს და არჩევნებში მოგების ნაკლები შანსი აქვს მმართველ პარტიას?

_ რა შუაშია ეგ კითხვა, არ მესმის.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

რა უჯდება ხალხს ხელისუფლების შენახვა

"სოფლის დახმარების" პროგრამას იწუნებენ

ყველა სიახლე

საზოგადოება

“საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოჭრა” _ შემზარავი ფაქტი ბათუმში

19:28; 22.02.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

15:53; 22.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე _ შეფერხებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზა

15:22; 22.02.2026
საზოგადოება

“უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა… გარდაცვლილებს შორის ორი არასრულწლოვანია… ნათესავები არიან”

12:39; 22.02.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

11:48; 22.02.2026
სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაიწვა, მათგან ორი არასრულწლოვანია

11:43; 22.02.2026
სამართალი

“დაზარალებულს  და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”

11:36; 22.02.2026
ზაფრანი

„ხანძარი“

11:28; 22.02.2026
სპორტი

მესხის ფინტი

11:25; 22.02.2026
ზაფრანი

„კაპუტ, კაპუტო…“

11:21; 22.02.2026
ზაფრანი

„ავტოგრაფი“

11:18; 22.02.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:22; 22.02.2026
სამართალი

“ეს რა ვნახე”- მძიმე ავარიის დეტალები

18:36; 21.02.2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21.02.2026
ზაფრანი

ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშნები

18:16; 21.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო