თვალის გადავლება ისტორიაზე ვებ-გვერდების სტუმრობით, ადამიანის ადგილმდებარეობის განსაზღვრა მობილური ტელეფონის საფუძველზე – ყველა ეს ტექნოლოგია საშუალებას მოგვცემს, დავაკვირდეთ, სად არის და რას აკეთებს ჩვენთვის საინტერესო პიროვნება. ამისთვის კი 5 მარტივი მეთოდი არსებობს:
აუდიოდაკვირვება საზოგადოებრივ ტრანსპორტში – ამერიკელმა სამხედროებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი – დააკვირდნენ ხმის ჩამწერი მოწყობილობების შესაძლებლობებს ტრანსპორტში. დაკვირვება ჩატარდა ჯერ კიდევ 2001 წელს. მაშინ ავტობუსების 80 პროცენტში სათვალთვალო კამერები და ხმის ჩამწერი მოწყობილობები იყო დაყენებული.
სატელეფონო საუბრების შორეული მოსმენა – მობილური ტელეფონით საუბრები არც ისე უხიფათოა, როგორც ჩვენ გვეჩვენება. მარტივი მოწყობილობა და იაფი სოფტი საშუალებას მოგვცემს მოვისმინოთ ის, რაც ეთერში ისმის.
თვალთვალი კომპიუტერზე და პრინტერზე – თუ თქვენ ოფისში მუშაობთ, მაშინ აუცილებლად იყენებთ პრინტერს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გაანადგურებთ ყველა დაბეჭდილ ასლს ანდა სახლში წაიღებთ, ასევე კომპიუტერიდან მოაცილებთ ყველა ფაილს, სპეციალური ტექნოლოგიებით მაინც შეიძლება იმის გაგება, სახელდობრ რა დაბეჭდეთ თქვენ – ამისთვის საკმარისია ლუპა, რათა ყურადღებით შევისწავლოთ პრინტერის დოლი.
"ერეფაიდი"-ჩიპები – ყველაფერში დამნაშავე "ერეფაიდი"-ჩიპებია, რომლებიც მიწებებულია საქონლის უმრავლესობაზე. ამ ჩიპებს განამაგნიტებენ სალაროებში, ანდა მაღაზიიდან გამოსვლისას, მაგრამ სინამდვილეში, ჩიპი აქტიურია კიდევ 17 საათის განმავლობაში და საშუალებას იძლევა, გავიგოთ საქონლისა და მისი მყიდველის ადგილმდებარეობა.
ტოტალური თვალთვალი – ჯერ კიდევ 2000 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაუშვეს ტოტალური თვალთვალის პროგრამა, რომლის ფარგლებში იქმნებოდა ამერიკის მოქალაქეთა ელექტრონული აქტივობის მონაცემთა უზარმაზარი ბაზა – სპეციალურ ბაზაში ფიქსირდებოდა მათი სამძებრო აქტივობა, ნავაჭრი ქსელში, საბანკო ტრანზაქციები. პროექტი ოფიციალურად შეწყდა საზოგადოების პროტესტის გამო, მაგრამ არის ალბათობა, რომ მუშაობას საიდუმლოდ განაგრძობს.