ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ ურეკში აზერბაიჯანში პირველ ლიგაში მოთამაშე საფეხბურთო კლუბი "ნეფთჩის" ფეხბურთელები ახალი სეზონისთვის ემზადებიან. კლუბის გადაწყვეტილებით გაიმართა ამხანაგური შეხვედრა "ნეფთჩისა" და ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ "მერცხალს" შორის.
"მერცხალის" მთავარი მწვრთნელის ხარიტონ ჩხატარაშვილის თქმით, ამხანაგურ თამაშზე სამი ახალი ფეხბურთელით წარდგნენ.
–კლუბში გრძელდება ახალი ფეხბურთელების მიღება. ამ ეტაპზე გოგა ბერიშვილი, ლაშა კუკავა და ნიკა ისიანი დაგვემატა. – გვითხრა ხარიტონ ჩხატარაშვილმა.
ამხანაგური თამაში ოზურგეთელი ფეხბურთელების გამარჯვებით 2:1-ით დასრულდა. სტუმართა კარში გოლი ზვიად ციკოლიამ და ნიკა ჭკუასელმა გაიტანა. ოზურგეთის "მერცხალი" ამხანაგურ თამაშს ბაქოს "ნეფთჩისთან" 18 ივლისს კიდევ გამართავს.