სააგენტო "პეინგ ტაქსისის" მონაცემებით, ბელარუსი გადასახადების სიმარტივის მხრივ მსოფლიო რეიტინგში ბოლო ადგილზეა.
ეს რეიტინგი "მსოფლიო ბანკის" პროექტ, "დუინგ ბიზნესის" შემადგენელი ნაწილია, რომელიც საშუალებას იძლევა, მსოფლიოს 183 ქვეყანაში არსებული ბიზნესის რეგულირების კანონმდებლობისა და მისი პრაქტიკულად განხორციელების შედარება გახდეს შესაძლებელი.
სახელმწიფოსთან ანგარიშსწორებისთვის ბელარუს ბიზნესმენს საშუალოდ 900-მდე საათი სჭირდება წელიწადში.
ანალიტიკოსების აზრით, ამ სახელმწიფოში არსებული საგადასახადო სისტემა რთული და დაუხვეწავია. ბელარუსში საბუღალტრო აღრიცხვა ერთნაირია როგორც უზარმაზარი ქარხნებისთვის, ასევე პატარა საპარიკმახეროსთვის. სისტემის სირთულის გამო ამა თუ იმ გადასახადის კონკრეტული თანხის ზუსტად გამოთვლა თავად იმ ინსპექტორებსაც უჭირთ, რომლებიც სამეურნეო სუბიექტებს კურირებენ. ამასთან, ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა ძალიან ხშირად იცვლება და გადასახადების დუბლირებაც არცთუ იშვიათია.
საბოლოო ჯამში, ბელარუსი ბიზნესმენები წელიწადში ასზე მეტ სხვადასხვა გადასახადს იხდიან. ისინი იძულებულნი არიან, საგადასახადო ინსპექტორებთან წელიწადში საშუალოდ 12-ჯერ ჰქონდეთ ურთიერთობა. ბიზნესმენთათვის დამატებითი პრობლემაა სხვადასხვა სავალდებულო გადასახადი საინოვაციო და საინვესტიციო ფონდებში, რისთვისაც კონკრეტული ვადებიც კი არის დაწესებული.